,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016684
17
29/07/2026
ვებგვერდი, 30/07/2026
010250050.35.116.016684
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 29 ივლისი

ქ. ცაგერი

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების  წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის  №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2021წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016508) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეები და ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამდებობის პირი. ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები უფლებამოსილი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინონ საქართველოს კანონის  ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსი’’ 55​2,  55​6,  64​2, 77​1, 82​5 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე, 1032, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 125​4, 1341, 135, 1351 , 146¹, 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 150-ე, 150​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 152​​2, 152​​8, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153​​4, 158​5 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159-ე, 159​1, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“  31–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი’’ 130-138-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე. საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’ 1728 და 1729 მუხლებით გათვალიწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამდებობის პირი. ’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევასილ საღინაძე