სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2026
ძალაში შესვლის თარიღი 07/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016594
16
30/07/2026
ვებგვერდი, 31/07/2026
010260020.35.108.016594
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2026 წლის 30 ივლისი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის  „გ.ბ“  ქვეპუნქტის,  „ნორმატიული  აქტების  შესახებ”  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანდართული დებულება დანართ №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად  გამოცხადდეს  „სენაკის  მუნიციპალიტეტის  მერიის  დებულების  დამტკიცების შესახებ" სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 ივლისის  №13  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 7 აგვისტოდან.  

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ტყებუჩავა