„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016809
23
31/07/2026
ვებგვერდი, 03/08/2026
010250020.35.122.016809
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2026 წლის 31 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 მარტის №10 დადგენილებაში  (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016671. თარიღი: 31/03/2023) და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მუხლი 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი არიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეები (ზედამხედველობის სამსახურის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საჯარო მოხელეები).

2. ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები უფლებამოსილი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინონ: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 642, 771, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 125-ე მუხლების მე-8 და მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-1351 მუხლებით, 1461, 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 1522, 152 8 , 153 3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 4, 156 2, 156 4, 158 5 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 159,   159 1, 166 2 მუხლებით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის“ კოდექსის 31–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, 46-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.

3. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის საჯარო მოხელეები უფლებამოსილი არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინონ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431, 432, 465, 466, 103, 103 2 , 172 8, 172 9 მუხლებისა და 172 10 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით  გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთეიმურაზი ჭეიშვილი