„წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.155.016475
14
31/07/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
010250020.35.155.016475
„წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალკის მუნიციპალიტეტი
 
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2026 წლის 31 ივლისი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 ივნისის №8 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01/07/2025, 010250020.35.155.016449) დამტკიცებულ „წალკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებაში“ შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. საბჭოს წევრების შერჩევის წესი

1. საბჭოს თამჯდომარეს და საბჭოს წევრებს ბრძანებით ამტკიცებს წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

2. საბჭოს წევრის კანდიდატურას, ფრაქციის შემადგენლობიდან, წარადგენს ფრაქციის თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

3. საბჭოს წევრების კანდიდატურებს წალკის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი