,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 105/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018884
105/ნ
04/08/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
430210000.22.022.018884
,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №105/ნ

2026 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02/09/2024, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018561) პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის (შემდგომ – პროგრამა) კომპონენტების – მოდულის/მოდულის სწავლის შედეგის დისტანციურად განხორციელების წესსა და პირობებს.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით განისაზღვრება პროგრამის ის კომპონენტი/კომპონენტები, რომელთა სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად სწავლება ან/და შეფასება შესაძლებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს. ამ შემთხვევაში ამავე პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომ – ცენტრი) პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ეტაპზე წარმოდგენილ განაცხადში ასახოს პროგრამის კომპონენტის/კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია, წარმოადგინოს არგუმენტირებული დასაბუთება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით და შესაბამისი მტკიცებულებები, წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომლებიც შეფასდება პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების იმ პროგრამებისათვის, რომლებიც არ ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს, პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად სწავლების ან/და შეფასების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება. ამ შემთხვევაში პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება ვალდებულია ცენტრში პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ეტაპზე წარმოდგენილ განაცხადში ასახოს პროგრამის/პროგრამის კომპონენტების სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად განხორციელების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია, არგუმენტირებული დასაბუთება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეფასდება პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე