დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.124.605901 |
|
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №36 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე – matsne.gov.ge, ვებგვერდი, 02/06/2015 სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.124.016152) დანართში (დებულებაში):
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის (საბჭოს შემადგენლობა): ა) მე- 5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი“; ბ) მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტი.“ გ) მე-5 პუნქტს დაემატოს ,,ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შშმ პირთა თემის არაუმეტეს 5 (ხუთი) წარმომადგენელი, რომლებიც განცხადებით მიმართავენ მერს საბჭოს წევრობის სურვილის თაობაზე“; დ) დაემატოს მე-11პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11 . საბჭოს შემადგენლობა უფლებამოსილია 1 (ერთი) წლის ვადით“.“ 3. დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის (საბჭოს წევრის უფლებამოსილება) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამოეწურა საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შეუწყდა უფლებამოსილება მერიის თანამდებობის პირს/პროფესიულ საჯარო მოხელეს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათავისუფლდა სამსახურიდან“.“ 4. დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის (საბჭოს სხდომები) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბჭოს სხდომები იმართება წელიწადში არანაკლებ სამჯერ ან საჭიროებისამებრ, საბჭოს წევრთა მომართვის საფუძველზე “. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები