„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.605902
17
31/07/2026
ვებგვერდი, 03/08/2026
010250020.35.124.605902
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 31 ივლისი

ქ. ბაღდათი

 

 

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2019 წლის 27 დეკემბრის  №28  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016384) და აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1- ის:

1. მე-2 მუხლის (საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები)

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საჯარო მოხელე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  55​2, 55​6, 64​2, 77​1, 82​5(პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე,1032, 1033, 1034 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით,  125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 125​4, 1341, 135, 1351, 146¹, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 150​1 , 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 152​2, 152​5, 152​6, 152​7, 152​8, 152​9, 153​3 პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით,  153​4, 156​2, 156​4, 158​5, მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით,  159, 159​1, 166​2 პირველი ნაწილით,172​10 პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.“;

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“   55​2, 55​6, 64​2, 77​1, 82​5 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე,1032, 1033, 1034 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 125​4,  134​1, 135, 1351, 146¹, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილით, 150-ე, 150​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 152​2, 152​5, 152​6, 152​7, 152​8, 152​9, 153​3 პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილით,  153​4, 156​2, 156​4, 158​5, მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით,  159, 159​1, 166​2 პირველი ნაწილით,172​10 პირველი და მეორე ნაწილებით და  ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს, აქვს ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების ადგილზე დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და აღნიშნულს ითვალისწინებს კანონი.“.

2. მე-5  მუხლის (საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გაგზავნა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  55​2, 55​6, 64​2, 77​1,  103-ე, 1032, 1033, 103მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-16 ნაწილებით, 125​4,  134​1, 135, 1351, 146¹, 148-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 150​1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152, 152​2, 152​5, 152​6, 152​7, 152​8, 152​9, 153​3 პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილებით,  153​4,  158​5 , მუხლის პირველი და მეორე ნაწილით,  159, 159​1, 172​10 პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, მისი შედგენიდან 10-დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამი კიკნაველიძე