დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.141.016490 |
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ივნისის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.141.016487) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილელები:
1. დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანო 1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში უფლებამოსილი ორგანო არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური“. 2. დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება 1. ამ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. პასუხისმგებელი სუბიექტი არის ცხოველის მეპატრონე, ხოლო მისი დაუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, რომელმაც ფაქტობრივად განახორციელა ცხოველზე ზედამხედველობა და რომლის ქმედებით ან უმოქმედობით დაირღვა ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. 2. მეთვალყურეობის გარეშე აღმოჩენილი ცხოველი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაიყვანება თავშესაფარში, სადაც უზრუნველყოფილია წესითა და კანონით დადგენილი ღონისძიებები, მათ შორის – იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და დღიური მოვლა-პატრონობა. 3. თავშესაფარში მოთავსებული ცხოველი მეპატრონეს დაუბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის წარადგენს დოკუმენტურ დამადასტურებელ საბუთებს თავშესაფარში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების სრულად ანაზღაურების შესახებ. 4. თავშესაფარში ცხოველის გადაყვანისა და ყოველდღიური მოვლა-პატრონობის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება შესაბამისი აუდიტის მიერ, ყოველწლიური წარმოდგენილი დასკვნის/შეფასების საფუძველზე დადგენილი ტარიფების მიხედვით, რომელიც მოიცავს: ა) თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის მომსახურების ღირებულებას; ბ) თავშესაფარში ცხოველის დღიურ მოვლა-პატრონობის ღირებულებას: ბ.ა) ძაღლის; ბ.ბ) კატის. 5. ცხოველის დაბრუნება ხორციელდება მესაკუთრის/მეპატრონეს იდენტიფიკაციის საფუძველზე მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩანაწერების გადამოწმებით. იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში, მეპატრონე ვალდებულია წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ორი პირის ხელმოწერით დადასტურებული განცხადება, რომელიც ადასტურებს ცხოველის საკუთრებას. დაბრუნებამდე, იდენტიფიკაციის/რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში ცხოველი ექვემდებარება სავალდებულო იდენტიფიკაციასა და რეგისტრაციას. 6. ცხოველის გადაცემის ფაქტი აღინიშნება მიღება-ჩაბარების აქტში, რომელსაც ხელს აწერს მეპატრონე და უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი. აქტს თან ერთვის ცხოველის ფოტოსურათი, ხოლო მისი სიზუსტისა და ნამდვილობის პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის წარმდგენ პირს. 7. დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს თავშესაფარში ცხოველის გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან. 8. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში გადაყვანიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში არ დადგინდება ცხოველის მესაკუთრე/მეპატრონე ან იგი არ მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს ცხოველის დაბრუნების მიზნით, ორგანო უფლებამოსილია თანმიმდევრულად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) ცხოველის გასხვისება (გაჩუქება); ბ) ამ წესით დადგენილი სხვა ღონისძიებები – მათ შორის, ცხოველის ბინადრობის პირვანდელ არეალში დაბრუნება; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიება“. 3. დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დანართი №1-ის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. იდენტიფიკატორი ..................................................................................................... (მიკროჩიპის/ტრანსპონდერის ან საყურე ნიშნის (საჭდის) №)“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები