ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.141.016491
16
31/07/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
010250050.35.141.016491
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 31 ივლისი

ქ. ახალქალაქი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოების და საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი გამოყენების, შევსების, წარმოების და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აგვისტოს №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი:  010250050.35.141.016387) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის (ოქმის) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი

1. საჯარიმო ქვითარის (ოქმის) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები არიან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამსახურის მოხელეები. კერძოდ:

ა) საქართველოს კანონის „საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 49-ე, 51-ე, 512, 513, 52-ე, 533, 55-ე, 552, 553, 556, 63-ე, 64-ე, 642, 65-ე, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე, 86-ე, 103-ე, 1032, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1254, 1271, 135-ე, 1351, 145-ე, 151-ე 1512 მუხლებით დადგენილ  სამართალდარღვევის საქმეებზე,  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მოხელეები;

ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 771, 825 (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191, 1341, 1461 148-ე, 150-ე, 1501, 152-ე, 1522 , 1525-1529, 1533, 1534, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 159​1, 166​2 მუხლებით დადგენილ  სამართალდარღვევის საქმეებზე და  საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მუხლებით დადგენილ  სამართალდარღვევის საქმეებზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეები;

გ) საქართველოს კანონის საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46​5, 46​6, 172 (იმ ნაწილში, რომელიც გულისხმობს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება არასრულწლოვანის მიერ ვანდალიზმის ჩადენით) 172​8, 1729 მუხლებით დადგენილ  სამართალდარღვევის საქმეებზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის მოხელეები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერუბენ პალიან