ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.124.016017
36
31/07/2026
ვებგვერდი, 05/08/2026
000000000.00.124.016017
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში მე-19 ქუჩისათვის „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“ სახელის მინიჭების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა  36

2026 წლის 31  ივლისი    

ქ. ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელი მეორე ობჩა), სოფელ მე-2 ობჩაში  მე-19   ქუჩისათვის  „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“  სახელის მინიჭების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილების (ამონაწერი სხდომის ოქმის №53) საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის ქუჩების სახელდების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გადანომრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 მარტის №166 განკარგულებაში  და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის  ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მეორე ობჩაში (საკადასტრო კოდი: 30.09.47.000) მდებარე მე-19 ქუჩას მიენიჭოს „წმინდა ანდრია პირველწოდებულის“   სახელი (ქუჩის რუკა თან ერთვის).

2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ 4 თვის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების შესასრულებლად კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვა დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვა).

3. დაევალოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს (შემდგომში – საკრებულოს აპარატს), განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. საკრებულოს აპარატმა საკრებულოს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს განკარგულების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                  გურამი კიკნაველიძე