წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-49. 492621211
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.122.016039
გ-49. 492621211
31/07/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
000000000.00.122.016039
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № გ-49. 492621211

2026 წლის 31 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის, ასევე მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-13 და მე-15 პუნქტებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 14 ივლისის №53 სხდომის ოქმის შესაბამისად:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მესხეთში არსებულ მე-8 ქუჩას გადაერქვას სახელი და მიენიჭოს ბესარიონ კუხიანიძის სახელი (დანართი საკადასტრო რუკის სახით თან ერთვის).

2.  კონტროლი განკარგულების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას.

3. შემდგომი რეაგირების მიზნით აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოში.

4. დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

5. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

საკრებულოს თავმჯდომარე     თეიმურაზ ჭეიშვილი