დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შუახევის მუნიციპალიტეტში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.135.016361 |
|
„შუახევის მუნიციპალიტეტში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციალიტეტის საკრებულიო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„შუახევის მუნიციპალიტეტში ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 27 აპრილის №5 დადგენილებაში (გამოქვეყნებული (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.135.016358) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დადგენილებით პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: “ ბ) ძალადაკარგულად იქნეს გამოცხადებული დადგენილების მე-2 მუხლი და ამ მუხლით დამტკიცებული დანართი 2; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს ამ წესით გათვალისწინებული საკითხების სწავლება, კონსულტირება, პოპულარიზაცია, საზოგადოებისათვის საინფორმაციო თუ სხვა საშუალებებით ინფორმაციის მიწოდება, დამრღვევ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ მიწერილობები, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების შედგენა და სხვა საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.“; დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ცხოველის ევთანაზია – უფლებამოსილი პირის მიერ ცხოველის სიცოცხლის შეწყვეტა წინამდებარე წესით განსაზღვრულ შემთხვევებსა და მეთოდებით.“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ცხოველს მიკედლებულის სტატუსი ენიჭება შესაბამისი პირის მიერ შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში მისი ამგვარად რეგისტრაციის მომენტიდან (ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული).“; ზ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შუხევში ბინადარი ცხოველების და მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება განეკუთვნება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, რომლსაც ახორციელებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაჭერილი ცხოველების ევთანაზია ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში და შემდგომი პროცედურების განხორციელება;“; ი) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ცხოველთა თავშესაფარი 1. ცხოველთა თავშესაფარი წარმოადგენს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციისა და მისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ დაწესებულებას. 2. თავშესაფარი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს: ა) ვოლიერები და ვეტერინარული სივრცე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად; ბ) ვოლიერი, სადაც ცხოველი განთავსდება ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე, განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე ან ევთანაზიამდე. ვოლიერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბ.ა) ცხოველს უნდა აძლევდეს გადაადგილებისა და საკვების მიღების საშუალებას; ბ.ბ) ცხოველს არ უნდა უზღუდავდეს თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალებას − არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული, აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვოლიერის სათანადო ვენტილაცია; გ) საკარანტინო სივრცე ცხოველის იზოლაციის უზრუნველსაყოფად; დ) გასასეირნებელი სივრცე ცხოველის სათანადო ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის საქმიანობა, მათ შორის, ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით განსაზღვრული ღონისძიებები და პროცედურები რეგულირდება „შინაურ ბინდარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით. 4. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს.“ კ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცხოველების შეპყრობა თუ ევთანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური და მენტალური ზიანის მიუყენებლად, წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად;“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ცხოველების ევთანაზია 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრძალულია ცხოველის ევთანაზია არაჰუმანური მეთოდებით. 2. ცხოველის ევთანაზია უნდა განხორციელდეს ცხოველისთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენების გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებით ან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებებით. 3. ცხოველის ევთანაზია ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება შესაბამის კვლევებს ან/და ვეტერინარულ დაკვირვებას, უნდა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილმა პირმა − ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა ვეტერინარის ზედამხედველობით. 4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის ევთანაზიის საფუძველი შეიძლება იყოს ცხოველის: ა) არაკორექტირებადი აგრესიული ქცევა, რომელიც არ იძლევა სხვა ცხოველთან ან/და ადამიანთან მისი თანაარსებობის საშუალებას, მათ შორის, იდიოპათიური აგრესია (მყისიერი სიბრაზის სინდრომი) და დაკბენა, რომლებიც პროვოცირებული არ არის მისდამი აგრესიით ან არასათანადო მოპყრობით; ბ) სრული დამბლა, პარეზი ან/და სხვა განუკურნებელი დაავადება; გ) ცოფით დაინფიცირებაზე/დაავადებაზე საეჭვო შემთხვევა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების საფუძველზე; დ) ისეთი ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობისთვის; ე) ისეთი ტრავმა ან/და დაზიანება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია; ვ) შეუქცევი დაუძლურება; ზ) სიცოცხლესთან შეუთავსებელი თანდაყოლილი ნაკლი. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დასადგენად, გარდა ვეტერინარის დასკვნისა, აუცილებელია კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების დასკვნა. 6. ცხოველის ევთანაზიის პროცედურის დასრულების შემდეგ ვეტერინარი უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი მკვდარია, რის შემდეგაც დასაშვებია მისი ლეშის განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ცხოველის ევთანაზიის შემდეგ დასაშვებია ცხოველის პათოლოგანატომიური გამოკვლევა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები