დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „მისო ჯი-აი-სი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მისო ჯი-აი-სი“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სს „მისო ჯი-აი-სი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მისო ჯი-აი-სი“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებისა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №34/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 25 მარტის №72/04 ბრძანების საფუძველზე:
1. მიეცეს თანხმობა სს „მისო ჯი-აი-სი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 205288829) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას; 2. შეწყდეს სს „მისო ჯი-აი-სი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი 205288829) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი 01036002403); 3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს; 4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე; 5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში; 6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე. საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები