დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.104.016627 |
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 მარტის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/03/2022 წ., სარეგ.კოდი 010250040.35.104.016469) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა.ა) 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე საკრებულოს თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში ან როცა კომისიის თავმჯდომარე არ არის არჩეული, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი. კომისიების ერთობლივი სხდომის შემთხვევაში, თუ რომელიმე კომისიის თავმჯდომარე არ ესწრება სხდომას, ხოლო უხუცესი წევრი უარს აცხადებს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულებაზე, კომისიების ერთობლივი სხდომის ოქმი და მის საფუძველზე შემუშავებული დასკვნა, შეიძლება დაადასტუროს ხელმოწერით სხდომაზე დამსწრე ამ კომისიის ყველა წევრმა.“; ა.ბ) 32-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8.კომისიამ მისთვის განსახილველად გადაცემულ ნორმატიული აქტის პროექტზე დასკვნა, რეკომენდაცია, გადაწყვეტილება უნდა წარადგინოს მისთვის დაწესებულ ვადაში.“; ა.გ) 53-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს თავმჯდომარე მოთხოვნის წარდგენიდან სამი დღის ვადაში აქვეყნებს ცნობას რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ და მოთხოვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იწვევს საკრებულოს სხდომას. რიგგარეშე სხდომა შეიძლება ჩატარდეს ამ რეგლამენტით დადგენილი ვადების დაუცველად;“; ა.დ) 59-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება ამ საკითხის წარმომდგენი სუბიექტის მიერ დანიშნული პირის მოხსენებით. მომხსენებელი სხდომას მოახსენებს პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების არსებობის შემთხვევაში რომელი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და რომელი-არა. კომისიამ უნდა განიხილოს სხდომაზე შემოტანილი საკითხი წინასწარ და უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოვიდეს თანამომხსენებლის სახით, გამოხატოს კომისიის პოზიცია და დაასაბუთოს იგი.“; ა.ე) 149-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ რეგლამენტის ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობა ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №30 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 07/08/2014 წ., სარეგ.კოდი 010250020.35.104.016176) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, ასრულებს ამ ერთეულის მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები