„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.025914
365
03/08/2026
ვებგვერდი, 04/08/2026
190020010.10.003.025914
„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №365

2026 წლის 3 აგვისტო

   ქ. თბილისი

„ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 ივლისის №212 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/07/2024, 190020010.10.003.024606) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილმა ორგანომ და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ (რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს) უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული პირების აღრიცხვა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისთვის შესაბამისი ინფორმაციის/მონაცემების მიწოდება;

დ) სამინისტროს სისტემის დაწესებულებისთვის ამ დადგენილების პირველი მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პირის/მისი წარმომადგენლის/მისი სახელით სხვა მესამე პირის მიმართვის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემის დაწესებულება ახორციელებს საჭირო მონაცემების/ინფორმაციის გადამოწმებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილ ორგანოში ან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს) და ამ დადგენილების პირველი მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში − შესაბამისი პირის სახელმწიფო პროგრამებით/სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სარგებლით უზრუნველყოფას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე