ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016471
17
05/08/2026
ვებგვერდი, 07/08/2026
010250050.35.115.016471
ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2026 წლის 5 აგვისტო

დაბა ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანინისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ შესაბამისად,  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №12 (www.matsne.gov.ge, 010250050.35.115.016435, 19/05/2025 წ.) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.დადგენილების სათაურში, ტექსტში და დანართ №1-ში სიტყვები:

„პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა“ შეიცვალოს სიტყვებით:

„პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამა“ შესაბამის ბრუნვებში.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ადმინისტრირების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.“.

3. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

ლენტეხის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის,“ მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში.

4. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3“

პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ადმინისტრირების მიზნით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს:

ა) პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას  და შშმ პირების ინფორმირებას;

ბ) ბენეფიციართა განცხადებების მიღებასა და განხილვის ორგანიზებას;

გ) მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან შესაბამისი ურთიერთობის უზრუნველყოფას;

დ) პროგრამის ადმინისტრირებას, დოკუმენტაციის წარმოებასა და ანგარიშგებას;

ე)  მომსახურების ხარისხის კონტროლსა და მონიტორინგს;

ვ) პროგრამის პასუხისმგებელი პირის (კურატორის) განსაზღვრას მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ზ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის განმხილველი კომისიის შექმნასა და საქმიანობის უზრუნველყოფას.“.

მუხლი 2
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 16 მაისის №12 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.

მუხლი 3
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს ამ დადგენილებიდან გამომდინარე შესაბამისი ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით პირველი



დანართი №1
ლენტეხის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ადმინისტრირების წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს წესი განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ადმინისტრირების, განხორციელების, კოორდინაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და კონტროლის პროცედურებს.

2. წესი ადგენს მუნიციპალიტეტის, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის, პერსონალური ასისტენტის, ბენეფიციარისა და პროგრამის განხორციელებაში მონაწილე სხვა პირების უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებს.


მუხლი 2. პროგრამის მიზანი
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, სოციალური ჩართულობის გაზრდა და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

2. მომსახურება ხორციელდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით.


მუხლი 3. სამართლებივი საფუძველი
პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

გ) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა“;

ე) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მარეგულირებელი სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.


თავი II
პროგრამის ადმინისტრირება და პასუხისმგებელი პირები

მუხლი 4. პროგრამის განმახორციელებელი ორგანო
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.

2. პროგრამის განხორციელების კოორდინაციასა და ადმინისტრაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

3. მუნიციპალიტეტი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) ბენეფიციართა განცხადებების მიღებასა და განხილვის ორგანიზებას;

ბ) პროგრამის ადმინისტრირებასა და მომსახურების ორგანიზებას;

გ) მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას;

დ) შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებას;

ე) მომსახურების ხარისხის კონტროლსა და მონიტორინგს;

ვ) პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოებას.


მუხლი 5. პროგრამის პასუხისმგებელი პირი (კურატორი)
1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. პასუხისმგებელი პირი:

ა) კოორდინაციას უწევს პროგრამის განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოფს პროგრამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას;

გ) იღებს და ამოწმებს ბენეფიციარის განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს;

დ) უზრუნველყოფს კომუნიკაციას ბენეფიციართან, მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან და პერსონალურ ასისტენტთან;

ე) უზრუნველყოფს პროგრამის ფარგლებში საჭირო ინფორმაციის მომზადებას;

ვ) ორგანიზებას უწევს მონიტორინგის განხორციელებას;

ზ) ამზადებს ანგარიშებსა და ინფორმაციებს;

თ) აკონტროლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.


თავი III
მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია და პროგრამის განხორციელება

მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და უფლებამოსილი მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მეშვეობით.

2. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ხარისხიანი და უწყვეტი მიწოდება;

ბ) უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის შერჩევა სახელმწიფო პროგრამითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) დაიცვას ბენეფიციარის უფლებები, ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და კონფიდენციალური ინფორმაცია;

დ) აწარმოოს მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;

ე) მუნიციპალიტეტს წარუდგინოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნილი ინფორმაცია, ანგარიშები და დოკუმენტები;

ვ) უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის მიერ გაწეული მომსახურების შესაბამისობა პროგრამით განსაზღვრულ პირობებთან.


მუხლი 7. მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციასთან ურთიერთობა
1. მუნიციპალიტეტსა და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შორის ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ხელშეკრულებით განისაზღვრება:

ა) მომსახურების მოცულობა და პირობები;

ბ) მხარეთა უფლებები და მოვალეობები;

გ) ანგარიშგების წესი და ფორმები;

დ) მომსახურების ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის პირობები;

ე) პასუხისმგებლობის საკითხები;

ვ) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.


თავი IV
პროგრამაში ჩართვის წესი და კომისიის მუშაობა

მუხლი 8. პროგრამაში ჩართვის საფუძველი
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

2. განცხადებას თან ერთვის სახელმწიფო პროგრამითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია.


მუხლი 9. განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ განცხადებასა და დოკუმენტაციას განიხილავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის განმხილველი კომისია.

2. კომისია:

ა) განიხილავს წარმოდგენილ განცხადებებსა და დოკუმენტაციას;

ბ) ამოწმებს პროგრამაში ჩართვისათვის საჭირო პირობებთან შესაბამისობას;

გ) იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის, უარის თქმის ან დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის საჭიროების შესახებ;

დ) გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აწვდის პასუხისმგებელ პირს შემდგომი რეაგირებისათვის.


მუხლი 10. პერსონალური ასისტენტის მომსახურების განმხილველი კომისია
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში განცხადებების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება კომისია.

2. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება და მუშაობის წესი განისაზღვრება მერის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.

3. კომისიის ფუნქციებია:

ა) პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებების განხილვა;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება;

გ) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენა;

დ) პროგრამაში ჩართვის ან ჩართვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა.

4. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით.


თავი V
პერსონალური ასისტენტის შერჩევა და მომსახურების დაწყება

მუხლი 11. პერსონალური ასისტენტის შერჩევის წესი
1. პერსონალური ასისტენტის შერჩევა ხორციელდება ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებების, სურვილების, ინტერესებისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ბენეფიციარს უფლება აქვს თავად შეარჩიოს პერსონალური ასისტენტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ ჰყავს შერჩეული პერსონალური ასისტენტი, შესაბამისი კანდიდატის მოძიებასა და შერჩევის პროცესის ორგანიზებას უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია.

4. შერჩეული პერსონალური ასისტენტის შესაბამისობას სახელმწიფო ქვეპროგრამის მოთხოვნებთან ამოწმებს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, ხოლო მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლს.

5. პერსონალური ასისტენტის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებები და მომსახურების სპეციფიკა;

ბ) პერსონალური ასისტენტის შესაძლებლობა, შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები;

გ) ბენეფიციარის სურვილი, თანხმობა და ინტერესები;

დ) მომსახურების უსაფრთხოდ და ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა.


მუხლი 12. პერსონალური ასისტენტის მოთხოვნები და შესაბამისობა
1. პერსონალური ასისტენტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. პერსონალური ასისტენტი ვალდებულია:

ა) გააჩნდეს მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი უნარები და პასუხისმგებლობის შესაბამისი დამოკიდებულება;

ბ) დაიცვას ბენეფიციარის უფლებები, ღირსება, პირადი სივრცე და კონფიდენციალური ინფორმაცია;

გ) განახორციელოს მომსახურება ბენეფიციარის საჭიროებებისა და შეთანხმებული პირობების შესაბამისად;

დ) არ გამოიყენოს ბენეფიციარის შესახებ მიღებული ინფორმაცია სხვა მიზნით;

ე) დაიცვას მომსახურების მიმღებთან პროფესიული ურთიერთობის სტანდარტები.  


მუხლი 13. პერსონალური ასისტენტის ფუნქციები და მოვალეობები
1. პერსონალური ასისტენტი უზრუნველყოფს ბენეფიციარის მხარდაჭერას მისი ინდივიდუალური საჭიროებების, შესაძლებლობებისა და სურვილების გათვალისწინებით, პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიზნებისა და პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. პერსონალური ასისტენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ბენეფიციარის დახმარება ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში;

ბ) ბენეფიციარის მხარდაჭერა გადაადგილების, კომუნიკაციისა და სოციალური აქტივობების განხორციელების პროცესში;

გ) ბენეფიციარის მხარდაჭერა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით;

დ) ბენეფიციარის მიერ განსაზღვრული საჭიროებების შესაბამისად, შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა;

ე) ბენეფიციარის უფლებების, ღირსებისა და არჩევანის პატივისცემა;

ვ) მომსახურების გაწევის შესახებ საჭირო ინფორმაციის წარმოება და მიწოდება მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისთვის.


მუხლი 14. მომსახურების დაწყების წესი
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურება იწყება შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ.

2. მომსახურების დაწყებამდე განისაზღვრება:

ა) მომსახურების მოცულობა;

ბ) მომსახურების საათები;

გ) განსახორციელებელი საქმიანობის სფეროები;

დ) ბენეფიციარისა და პერსონალური ასისტენტის უფლებები და მოვალეობები;

ე) მომსახურების მიწოდების პირობები.

მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს მომსახურების დაწყების ორგანიზებას და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირს აწვდის შესაბამის ინფორმაციას.


თავი VI
ხელშეკრულებები

მუხლი 15. ხელშეკრულების გაფორმება
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამის ფარგლებში ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს:

ა) ხელშეკრულება ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შორის;

ბ) სამმხრივი ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, პერსონალურ ასისტენტსა და ბენეფიციარს (ან მის კანონიერ წარმომადგენელს) შორის.

3. ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, პასუხისმგებელი პირის (კურატორის) მონაწილეობით.


მუხლი 16. ხელშეკრულების ძირითადი პირობები 
1. ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს:

ა) მომსახურების აღწერას და მოცულობას;

ბ) მომსახურების განხორციელების ვადას;

გ) მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს;

დ) მომსახურების ხარისხის მოთხოვნებს;

ე) ანგარიშგების წესსა და ფორმებს;

ვ) მონიტორინგის განხორციელების პირობებს;

ზ) პასუხისმგებლობის საკითხებს;

თ) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს.

სამმხრივი ხელშეკრულება დამატებით უნდა მოიცავდეს პერსონალური ასისტენტის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სფეროებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვისა და უსაფრთხოების პირობებს.


თავი VII
მონიტორინგი და კონტროლი

მუხლი 17. მონიტორინგის განხორციელება
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარისხის, პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.

2. მონიტორინგის განხორციელებას ორგანიზებას უწევს პროგრამის პასუხისმგებელი პირი (კურატორი).

3. მონიტორინგი შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) გეგმურად;

ბ) საჭიროების შემთხვევაში – არაგეგმურად;

გ) ბენეფიციარის, მისი წარმომადგენლის ან სხვა დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.


მუხლი 18. მონიტორინგის ფორმები
მონიტორინგი შეიძლება მოიცავდეს:

ა) ბენეფიციართან და/ან მის წარმომადგენელთან გასაუბრებას;

ბ) მომსახურების მიწოდების პირობების ადგილზე შემოწმებას;

გ) მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადამოწმებას;

დ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზს;

ე) ბენეფიციარის კმაყოფილების შეფასებას.


მუხლი 19. მონიტორინგის შედეგები
1. მონიტორინგის შედეგები ფორმდება მონიტორინგის აქტით.

2. გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას აძლევს რეკომენდაციას და განსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადას.

3. რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მოქმედებს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


თავი VIII
ანგარიშგება და დაფინანსება

მუხლი 20. ანგარიშგება
1. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია მუნიციპალიტეტს წარუდგინოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ანგარიშგება.

2. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს:

ა) მომსახურების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას;

ბ) გაწეული მომსახურების მოცულობას;

გ) მომსახურების განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

დ) ფინანსურ ინფორმაციას მოქმედი წესის შესაბამისად.

3. პასუხისმგებელი პირი (კურატორი) უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებასა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას.


მუხლი 21. პროგრამის დაფინანსება
1. პერსონალური ასისტენტის მომსახურების სახელმწიფო ქვეპროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.

2. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები აისახება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის სოციალურ მუხლში და გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით.

3. პროგრამის ფარგლებში თანხების ხარჯვა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით, მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული წესით.


თავი IX
დასკვნითი დებულებები

მუხლი 22. კონფიდენციალურობის დაცვა
პროგრამის განხორციელებაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია დაიცვას ბენეფიციარის პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 23. პასუხისმგებლობა
პროგრამის მონაწილე მხარეები პასუხისმგებელი არიან მათზე დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებებით დადგენილი წესით.

მუხლი 24. ცვლილებების განხორციელება
ამ წესში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.