დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 376 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.025925 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/06/2015, 480140000.10.003.018622) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესი“ (დანართი №1), „საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი“ (დანართი №2) და „საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გრანტის გაცემის წესი“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №1
|
საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციის წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია, დონორების ძალისხმევისა და რესურსების (შემდგომში − საგარეო დახმარების) საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამასთან, ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებთან (შემდგომში − სახელმწიფო პრიორიტეტები) და სახელმწიფო ინტერესებთან შესაბამისობისა და მათზე ეფექტიანად მიმართვის მიზნით, უფლებამოსილ დაწესებულებათა კოორდინაციის წესებისა და მექანიზმების განსაზღვრა. 2. ეს წესი არ ვრცელდება „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №107 განკარგულებისა და „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №885 განკარგულების ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანხმობით, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ოქტომბრის №320 დადგენილების შესაბამისად განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს სახელით მისაღებ საგარეო დახმარებაზე. მუხლი 2. ტერმინთა გამარტება ამ წესის მიზნებისთვის: ა) დონორი – საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის, საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია, კომიტეტი), სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, აგრეთვე უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 14-15 პუნქტების მიზნებისთვის, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) საგარეო დახმარება − დონორის მიერ გაცემული დახმარება, მათ შორის, არაკომერციული სესხისა და გრანტის (ფულადი, ნატურალური ან ტექნიკური დახმარების) ფორმით; გ) საბიუჯეტო ორგანიზაცია − საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია, სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (მისი არსებობის შემთხვევაში), თუ იგი არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია; დ) სხვა ორგანიზაცია − „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის ამ დადგენილების მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაცია. მუხლი 3. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფლებამოსილება 1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საგარეო დახმარების კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის (შემდგომში − დეპარტამენტი) მეშვეობით. 2. დონორების მიერ ქვეყნის განვითარებაზე მიმართული პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების საჭიროების განსაზღვრა არის საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფლებამოსილება, დარგობრივი პოლიტიკის შესაბამისად. 3. დეპარტამენტი ხელს უწყობს, სახელმწიფო პრიორიტეტებისა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საგარეო დახმარების მიმდინარეობისა და შედეგიანობის გაუმჯობესებას, ისევე, როგორც სტრატეგიულ საკითხებზე უწყებათაშორის და დონორებთან ეფექტიან კომუნიკაციას. დასახული მიზნის მისაღწევად დეპარტამენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) ქვეყნის მასშტაბით საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი; ბ) სახელმწიფო პრიორიტეტებსა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან საგარეო დახმარების თავსებადობის მიზნით, სხვადასხვა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციასა და საგარეო დახმარების მიმღებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია; გ) საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს ფუნქციის განხორციელება; დ) საქართველოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა; ე) დონორებისთვის ქვეყნის განვითარების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების ხელშეწყობა და ამ მიზნით უწყებათაშორისი მუშაობის კოორდინაცია; ვ) სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზების მიზნით, საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობა და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის საგარეო დახმარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ზ) დონორთა კოორდინაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, შესაბამისი პროცედურებისა და მექანიზმების შემუშავება, გაძლიერება, მონიტორინგი და შეფასება; თ) დონორებისთვის, სამოქალაქო და ფართო საზოგადოებისთვის საქართველოში საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კომუნიკაცია; ი) დონორების დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების ძირითადი ტენდენციების ანალიზი; კ) „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად ინიციირებულ პროექტებზე პოზიციის დაფიქსირება; ლ) ნებისმიერი სხვა აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს საგარეო დახმარების ეფექტიან კოორდინაციას. 4. დეპარტამენტი უზრუნველყოფს გამჭვირვალე კომუნიკაციას საქართველოს ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, მათ შორის, საგარეო დახმარების მიღების საკითხებში ტრადიციულ პარტნიორებთან: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან (მუნიციპალურ დონეზე საგარეო დახმარების კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით). 5. ევროკავშირის დახმარების ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის პრეროგატივას. 6. ფისკალური გადაწყვეტილებები, საგარეო წყაროებიდან დაფინანსებული პროექტების თაობაზე, მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოორდინირებით. სახელმწიფო სესხთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, სესხთან დაკავშირებულ გრანტებზე გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. მუხლი 4. დონორების კოორდინაციის ძირითადი მექანიზმები 1. საგარეო დახმარების ეფექტიან კოორდინაციას, სახელმწიფო პრიორიტეტებსა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებთან ჰარმონიზაციისა და ურთიერთგადაფარვების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროებისამებრ, საქართველოს მთავრობა ახორციელებს შემდეგი მექანიზმებით: ა) დონორების საკოორდინაციო ფორუმი; ბ) გრანტების მართვის ელექტრონული სისტემა; გ) საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისია. 2. დონორების კოორდინაციის მექანიზმები შეიძლება, მოიცავდეს დაუგეგმავ და პროგრამულ საკოორდინაციო შეხვედრებსაც, რომლებიც განპირობებულია, სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, დონორი ორგანიზაციის ან საქართველოს რომელიმე სამთავრობო დაწესებულების მოთხოვნით. ასეთი საკოორდინაციო შეხვედრების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზების საჭიროების შესახებ დეპარტამენტს უნდა გაეგზავნოს შეტყობინება არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე. მუხლი 5. საბიუჯეტო ორგანიზაციისა და სხვა ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გრანტის მიღების მიზნით, გაითვალისწინონ შემდეგი: 1. თუ გრანტის თანხა, ნატურალური ფორმით მისაღები ქონების ღირებულება ან/და ტექნიკური დახმარების ოდენობა აღემატება ასი ათას ლარს, გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი ან დონორის წერილობითი გადაწყვეტილება განსახილველად უნდა წარმოედგინოს საქართველოს მთავრობას, გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი, ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით (გარდა მუნიციპალიტეტისა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ მისაღები გრანტებისა). 2. მუნიციპალიტეტის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაციების (მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-20 მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირის მიერ) გრანტის მიღებაზე ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული წესები. 3. სხვა ორგანიზაციებმა, გრანტის მიღების მიზნით, გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტი მის გაფორმებამდე განსახილველად უნდა წარმოუდგინონ საქართველოს მთავრობას, გრანტის მიღების მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი, ნატურალური ან/და ტექნიკური დახმარების ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით. 4. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება: ა) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გრანტებზე; ბ) გრანტებზე, რომლებიც იურიდიული ბუნებით წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას და, შესაბამისად, ექვემდებარება „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პროცედურებს. 5. ეს მუხლი არ მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული გრანტის მიღების შესახებ დოკუმენტის პროექტის „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში ინიციირების შემთხევაში, სავალდებულოა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის“ მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დეპარტამენტის დადებითი პოზიციის დაფიქსირება. მუხლი 6. დონორების საკოორდინაციო ფორუმი 1. დონორების საკოორდინაციო ფორუმი (შემდგომში − ფორუმი) იმართება საქართველოს მთავრობის ინიციატივით და მისი უპირველესი ამოცანაა სტრატეგიული დიალოგი დონორებთან, სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა და სამთავრობო გეგმებთან დაკავშირებით მათი მხარდაჭერის გაძლიერება. 2. ფორუმის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ფორუმს ესწრებიან საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და დონორული ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. ფორუმის ორგანიზაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტი, სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებსა და დონორებთან თანამშრომლობით. მუხლი 7. გრანტების მართვის ელექტრონული სისტემა 1. ინფორმაცია დონორების მიერ გამოყოფილი გრანტების შესახებ თავმოყრილია დეპარტამენტის ადმინისტრირებას დაქვემდებარებულ მონაცემთა ბაზაში. 2. გრანტების მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, დეპარტამენტი ამზადებს შესაბამის ანგარიშს. დანართი №2 საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი მუხლი 1. საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისია საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია), საგარეო დახმარების პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, ასრულებს ქვეყნის შესაბამისი დაწესებულებების საქმიანობის მაკოორდინირებელ ფუნქციას. მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა კომისია შედგება შემდეგი წევრებისგან: 1. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე. 2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 6. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 7. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები – კომისიის წევრები. 11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 12. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 14. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი. 15. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. 16. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი. მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი 1. კომისია უფლებამოსილია, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები, ქვეყნის საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, როგორც ქვეყნის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და მთავრობის სექტორული პოლიტიკის დოკუმენტების, ასევე ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებების შესაბამისად. 2. კომისიას უფლება აქვს, შესაბამისი დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი საქმიანობისთვის საჭირო ინფორმაცია, დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კომისია უფლებამოსილია, შექმნას დროებითი ან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფ(ებ)ი და მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, საკუთარ კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. კომისიის გადაწყვეტილებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ანგარიშვალდებულია კომისიის წინაშე. მუხლი 4. კომისიის საქმიანობის მიზანი და ფუნქციები 1. კომისიის საქმიანობის მთავარი მიზანია, საქართველოს საგარეო დახმარების სახელმწიფო პრიორიტეტებთან ჰარმონიზაციის, ურთიერთგადაფარვების თავიდან აცილების, ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე აუცილებელი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგარეო დახმარების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და წარმართვა. 2. კომისიის ძირითადი ფუნქციებია: ა) ქვეყნის საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა; ბ) საჭიროებისამებრ, საგარეო დახმარების სფეროში პოლიტიკის განახლება და სათანადო კოორდინაცია; გ) ქვეყნის საგარეო დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) სამუშაო ჯგუფ(ებ)ის საქმიანობის მონიტორინგი, ასეთის შექმნის შემთხვევაში; ე) კომისიის მიზნებისა და ძირითადი ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა და მათზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. მუხლი 5. კომისიის სხდომის ორგანიზება 1. სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომპეტენციისა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლების გარეშე შეიძლება, მიწვეულ იქნენ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და დონორების წარმომადგენლები. 2. კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხის ინიციირება შეუძლიათ კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრს. 3. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. კომისიის სხდომა შესაძლებელია, გაიმართოს კომისიის წევრის მოთხოვნის საფუძველზეც. 4. კომისიის სხდომები შეიძლება, გაიმართოს როგორც ფიზიკურად, ისე ელექტრონულ ფორმატში. 5. კომისიის სხდომის დღის წესრიგი, დრო და ადგილი ეცნობებათ კომისიის წევრებს სხდომის გამართვამდე გონივრული ვადით ადრე. 6. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. 8. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. დანართი №3 საქართველოს სამინისტროებისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გრანტის გაცემის წესი საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ შემდეგი: 1. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, გრანტის გაცემის შესახებ დოკუმენტის პროექტი, მის გაფორმებამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნასთან ერთად, განსახილველად უნდა წარმოედგინოს საქართველოს მთავრობას, გრანტის გაცემის მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების წინასწარი შეფასების მიზნით. 2. თუ გრანტის თანხა ან/და ნატურალური ფორმით გასაცემი ქონების ღირებულება არ აღემატება ორმოცდაათი ათას ლარს, სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი უფლებამოსილნი არიან, მიიღონ გრანტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინასწარი თანხმობით. 3. საქართველოს სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული გრანტების წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების 1%-ს, თუ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები