„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016735
30
05/08/2026
ვებგვერდი, 06/08/2026
010250050.35.162.016735
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №30

2026 წლის 5 აგვისტო

ქ. ახმეტა

 

 

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.03.2022წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ  იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მერის წარდგინებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ, საქართველოს მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით განსაზღვრულ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნება და მისი დებულების დამტკიცება, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება (2030 წლის 1 იანვრამდე).“.

2. 111-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მუნიციპალიტეტის მერი ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან.“.

3. XIX თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი