ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016470
16
05/08/2026
ვებგვერდი, 07/08/2026
010250020.35.115.016470
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15-იანვრის N-2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 5 აგვისტო

დაბა ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ლენტეხის მუნიციპალიტეტის  2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 15 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 010250020.35.115.016456,  16/01/2026 წ.) დამტკიცებულ წესში შემდეგი რედაქციით:

1.ამ წესის მე-3 მუხლს დაემატოს „კ“-„ლ“ ქვეპუნქტები:

„კ“ პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება“;

„ლ“ სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებულ მარტოხელა ბენეფიციარებზე საშობაო და სააღდგომო საჩუქრები.“.

2. ამ წესს დაემატოს 13მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით“:

„მუხლი 131. პერსონალური ასისტენტის მომსახურება

1. პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით და ხორციელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.

2. პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო მომსახურებას ახორციელებს შესაბამისი წესით შერჩეული მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.

ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირებისთვის პროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;

გ) მარტოხელა პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);

დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;

ე)მრავალშვილიანი ოჯახის სრულწლოვანი პირი;

3)პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი კრიტერიუმებია:

ა) ანალოგიური მსგავსი სახელმწიფო ან მუნიციპალური პროგრამით სარგებლობა.

4). პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია:

ა) ერთდროულად ორი ან მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება;

ბ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია;“.

3.ამ წესს დაემატოს 132-მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 132. მარტოხელა ბენეფიციარებზე სასურსათო კალათის გადაცემა

1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და უკიდურესად შეჭირვებულ მარტოხელა ბენეფიციარებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 50 000-ს) გადაეცემათ საშობაო და სააღდგომო საჩუქრები).

2. ბენეფიციარებს   საშობაო და სააღდგომო საჩუქრები გადაეცემათ მუნიციპალიტეტში  არსებული  სოციალური ბაზის საფუძველზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით პირველი