დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 189/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010020.18.011.017011 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 52-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 524 მუხლის „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 527 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე და 55¹ მუხლების, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 82-ე მუხლის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“ თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. პირების მიმართ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს პირების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობისა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს. 2. ამ წესით გათვალისწინებული ერთი და იმავე დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა შესაძლებელია ერთდროულად დაეკისროს როგორც იურიდიულ პირს, ისე მისი მმართველი ორგანოს წევრს, პარტნიორს (აქციონერს) ან/და დასაქმებულს. 3. ამ წესით განსაზღვრული, იურიდიულ პირთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება ასევე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციულ წარმონაქმნზე. 4. ამ წესის მიზნებისთვის, იურიდიული პირის წლიური შემოსავალი განისაზღვრება დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის იურიდიული პირის ბოლო ხელმისაწვდომი წლიური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით. თუ იურიდიული პირი წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს კონსოლიდირებულად, წლიური შემოსავალი განისაზღვრება კონსოლიდირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების საფუძველზე. 5. თუ ფულადი ჯარიმის დაკისრების შემდგომ პირი ჩაიდენს იმავე დარღვევას ფულადი ჯარიმის დაკისრებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დააკისროს პირს ბოლო დარღვევისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაორმაგებული ოდენობა ყოველ მომდევნო შემთხვევაზე. 6. ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებულია ფულადი ჯარიმის აღსრულების წესი. 7. ფულადი ჯარიმა გადახდილ უნდა იქნეს ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ასლის ან „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ელექტრონული წესით განკარგულების მხარისთვის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. 8. პირისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე განკარგულების იძულებითი აღსრულება ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. 9. პირისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 10. პირის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება. 11. პირისთვის ლიცენზიის/რეგისტრაციის/ავტორიზაციის/ნებართვის/აღიარების ან ანგარიშვალდებული საწარმოს/საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის გაუქმება არ ათავისუფლებს მას დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისგან.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობა – ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი კანონები, მათ შორის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მათ საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ბ) რეჟიმი − „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეჟიმი; გ) შემოსავალი – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოსავალი; დ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – საბროკერო კომპანია, აქტივების მმართველი კომპანია, აგრეთვე საინვესტიციო კომპანია, რომელსაც არ ჰყავს დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია; ე) ანგარიშის მწარმოებელი – „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფინანსური ინსტიტუტი; ვ) ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 43-ე პუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელი; ზ) ორგანიზებული ბაზარი – „ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავაჭრო სისტემა; თ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს; ი) აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია; კ) საინვესტიციო კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ7“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო კომპანია; ლ) ბანკი – კომერციული ბანკი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მიკრობანკი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; მ) საბროკერო კომპანია – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით განსაზღვრული საბროკერო კომპანია; ნ) იპოთეკური ობლიგაცია – „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასესხო ფასიანი ქაღალდი; ო) საზედამხედველო კაპიტალი – დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის ბანკის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალი. 2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობა.
მუხლი 3. ეროვნული ბანკის მითითების შეუსრულებლობა ან მისი საქმიანობისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების/ინსტრუქციის/მოთხოვნის შეუსრულებლობა, მათ შორის, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი, მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან/და არასწორი ან არასრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა ან/და მისთვის შემოწმებაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ინვესტორთა ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა პირის მიერ ინვესტორთა ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასთან და ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული დარღვევები 1. ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცებამდე ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზება ან იმ ემისიის პროსპექტის გამოყენება, რომლის მოქმედებაც ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შეჩერებული ან გაუქმებულია, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0065%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) ბანკის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0026%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 2. ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) ბანკის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0009%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 3. ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში არსებითი ფაქტის ან მოვლენის არასწორად გადმოცემა ან განუცხადებლობა ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მითითება გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ემისიის პროსპექტით განსაზღვრული პასუხისმგებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ემიტენტისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ემისიის პროსპექტით განსაზღვრული პასუხისმგებელი იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 4. საჯარო შეთავაზების პერიოდში ამა თუ იმ არსებითი მოვლენის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულ ემისიის პროსპექტში კანონმდებლობით დადგენილი წესით შესწორებების შეუტანლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ემისიის პროსპექტით განსაზღვრული პასუხისმგებელი ფიზიკური პირის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ემიტენტისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად ემისიის პროსპექტით განსაზღვრული პასუხისმგებელი იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 5. ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიშის დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადაში ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ემიტენტის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0011%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 6. საქართველოში გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდის სახელწოდებაში ან აღწერაში სიტყვების „მწვანე“, „სოციალური“, „მდგრადობის“, „მდგრადობასთან დაკავშირებული“ ან მათი შესატყვისი მსგავსი ტერმინების ან ამ ტერმინების გამოყენებით სხვა სიტყვათწყობის გამოყენება (მათ შორის, უცხოურ ენაზე), თუ ის არ არის გამოშვებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 7. ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში საჯარო ფასიანი ქაღალდების აღრიცხვასთან დაკავშირებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ემიტენტის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0009%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 8. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული წლიური ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა ან „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგებების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) ანგარიშზე/ანგარიშგებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის შემთხვევაში - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ემიტენტის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 9. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ნახევარი წლის ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) ანგარიშზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ემიტენტის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0015%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0006%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 10. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 7 დეკემბრის №172/04 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული, კორპორაციული მართვის კოდექსთან შესაბამისობის ანგარიშის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) ანგარიშზე ხელმოწერის უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ემიტენტის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 11. მმართველი ორგანოს ან/და აუდიტის კომიტეტის შექმნასთან, მათი წევრების დანიშვნასთან დაკავშირებული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 12. აქციონერთა საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ემიტენტის შემთხვევაში – 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0005%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 13. კანონმდებლობით დადგენილ ვადაში/დადგენილი წესით ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის შესახებ შეტყობინების ეროვნული ბანკისთვის ან ემიტენტისთვის წარუდგენლობა ან/და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში/დადგენილი წესით ასეთი შეტყობინების გასაჯაროების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფასიანი ქაღალდის მფლობელისა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ემიტენტის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) ემიტენტი ბანკის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0009%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 14. სატენდერო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
მუხლი 6. იპოთეკურ ობლიგაციებთან დაკავშირებული დარღვევები 1. საქართველოში გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის სახელწოდებაში ან აღწერაში სიტყვების „იპოთეკური ობლიგაცია“, „იპოთეკით დაცული ობლიგაცია“ ან მათი უცხოურენოვანი შესატყვისის (მათ შორის, „Covered Bond“-ის) გამოყენება, თუ ეს სასესხო ფასიანი ქაღალდი არ არის გამოშვებული „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 2. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვება ეროვნული ბანკის ავტორიზაციის/თანხმობის გარეშე ან/და ავტორიზაციის/თანხმობის პირობების დარღვევა, ან ეროვნული ბანკისგან ასეთი ავტორიზაციის/თანხმობის მიღება მცდარი/არასრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე, გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0026%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 3. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების სეგრეგაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 4. კანონმდებლობით დადგენილი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 5. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების ლიკვიდურობასა და ვალდებულებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 6. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებული ანგარიშის ან/და შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი წესით/ვადაში ეროვნული ბანკისთვის ან პროგრამის კრედიტორებისთვის წარუდგენლობა ან ასეთი ანგარიშის/შეტყობინების გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა ან/და მცდარი/არასრული ინფორმაციის წარდგენა/გამოქვეყნება გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 7. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებული, კანონმდებლობის იმ მოთხოვნათა დარღვევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით, გამოიწვევს ბანკის დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0013%-ს შორის უდიდესით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
მუხლი 7. სეკიურიტიზაციასთან დაკავშირებული დარღვევები 1. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით სახელწოდებაში ან საქმიანობაში, აგრეთვე საქართველოში გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტის დასახელებაში ან/და აღწერაში ტერმინის „სეკიურიტიზაცია“ ან ამ ტერმინის უცხოური შესატყვისის გამოყენება, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 2. ინიციატორის მიერ მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის შენარჩუნების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ინიციატორის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0055%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ინიციატორი ბანკის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 3. ინიციატორის ან სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიერ ეროვნული ბანკისთვის ან პოტენციური ინვესტორისთვის კანონმდებლობით დადგენილი ანგარიშის ან ინფორმაციის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა ან გაუმჟღავნებლობა ან დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენა/გამჟღავნება ან/და ინფორმაციის გამოქვეყნების ან შენახვის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ინიციატორის ან სპეციალური მიზნობრივი ერთეულის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0055%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ინიციატორი ბანკის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 4. ინიციატორის მიერ სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის აქტივების გადაცემა ზარალის თავიდან აცილების მიზნით გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ინიციატორის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0066%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ინიციატორი ბანკის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0026%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 5. სავალდებულო ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან სავალდებულო/ნებაყოფლობითი ავტორიზაციის პირობების დარღვევა ან ეროვნული ბანკისგან ასეთი ავტორიზაციის მიღება მცდარი/არასრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის საფუძველზე გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0066%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0026%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 6. სეკიურიტიზაციის განხორციელების შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი წესით/ფორმით ან/და დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან/და მცდარი/არასრული ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0018%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 7. სეკიურიტიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი იმ მოთხოვნების დარღვევა, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი-მე-6 პუნქტებით, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0033%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
მუხლი 8. საბროკერო კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები 1. საბროკერო კომპანიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0570%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 2. კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) საბროკერო კომპანიის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას: ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში - 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) კვარტალური ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშგების (შეტყობინების) ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესითა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 ივნისის №107/04 ბრძანებით დამტკიცებული „მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულება/ოპერაციის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 6. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საბროკერო კომპანიის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
მუხლი 9. კლიენტის აქტივების მოპყრობასთან დაკავშირებული დარღვევები 1. კლიენტის კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების ან/და სახსრების განკარგვა კლიენტთან დადებული ხელშეკრულების გარეშე ან/და კლიენტის დავალების პირობების დარღვევით ან კლიენტების კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტების ან/და სახსრების გამოყენება საკუთარი ან მესამე პირის საოპერაციო ან/და სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ანგარიშის მწარმოებლის/ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.1221%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 2. ანგარიშის მწარმოებლის/ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების ან/და სახსრების გამიჯვნის ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ანგარიშის მწარმოებლის/ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0570%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0006%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 3. რეკონსილაციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ანგარიშის მწარმოებლის/ფასიანი ქაღალდის ნომინალური მფლობელის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
მუხლი 10. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები 1. აქტივების მმართველი კომპანიის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო/სარეგისტრაციო/აღიარების პირობების დარღვევა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 2. კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო/სარეგისტრაციო/აღიარების პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში – 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას: ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) კვარტალური ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) მიმდინარე შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) შემთხვევაში - 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულება/ოპერაციის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 6. აქტივების მმართველი კომპანიის წილის შეძენასთან ან გასხვისებასთან დაკავშირებული ოპერაციის განხორციელება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი იურიდიული პირის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0011%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 7. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 8. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 9. საინვესტიციო ფონდების აქტივების და ერთეულების შეფასების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს აქტივების მმართველი კომპანიის დაჯარიმებას 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
მუხლი 11. საინვესტიციო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები 1. თუ საინვესტიციო ფონდს მართავს აქტივების მმართველი კომპანია, ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის საინვესტიციო ფონდისა და მისი მმართველი ორგანოს წევრის ნაცვლად დაჯარიმდება შესაბამისად, მისი აქტივების მმართველი კომპანია ან/და აქტივების მმართველი კომპანიის მმართველი ორგანოს წევრი ამავე მუხლით დადგენილი ოდენობებით. 2. საინვესტიციო ფონდის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაციის/რეგისტრაციის/აღიარების პირობების დარღვევა გამოიწვევს საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 3. საინვესტიციო ფონდის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ავტორიზაციის/რეგისტრაციის/აღიარების პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში – 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 4. პროსპექტის შედგენასთან ან/და საინვესტიციო ფონდის ერთეულების საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 5. საინვესტიციო ფონდის ერთეულების საჯარო შეთავაზება ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0065%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 6. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშის/ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასეთი ანგარიშგების გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა ან არასრულად გამოქვეყნება გამოიწვევს ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას: ა) წლიური ან ნახევარი წლის ანგარიშის ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და საინვესტიციო ფონდის წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) მიმდინარე ანგარიშგების ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) შემთხვევაში, 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 7. კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშგების ან სხვა შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 8. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და საინვესტიციო ფონდის წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 9. საინვესტიციო ფონდის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით დამტკიცებული „საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესით“ გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულება/ოპერაციის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს საინვესტიციო ფონდის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
მუხლი 12. სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები 1. სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.1620%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში - 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0017%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 2. კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს სპეციალიზებული დეპოზიტარის დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) იურიდიული პირის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0570%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0006%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
მუხლი 13. ორგანიზაციული და ეთიკის კოდექსით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დარღვევები 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 2 თებერვლის №13/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსით“ (შემდგომში – ეთიკის კოდექსი) დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილი მომხმარებლების წინაშე არსებული ვალდებულებების დარღვევა: ა.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ა.ბ) ბანკის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ა.გ) მმართველი ორგანოს წევრის ან/და თანამშრომლის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის მოთხოვნების დარღვევა: ბ.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ.ბ) ბანკის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ.გ) მმართველი ორგანოს წევრის ან/და თანამშრომლის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 2. ეთიკის კოდექსით ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი ორგანიზაციული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში - 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში - 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0004%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში - 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 14. ცენტრალური დეპოზიტარის საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები 1. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 7 000 (შვიდი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0570%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 2. ცენტრალური დეპოზიტარის მიერ კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას, დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ცენტრალური დეპოზიტარის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას: ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში - 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) კვარტალური ფინანსური ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშგების ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების (ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანხმობის მოპოვების მიზნით ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი შეტყობინების/ანგარიშგების გარდა) შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულება/ოპერაციის განხორციელება ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0488%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 6. ცენტრალური დეპოზიტარის წილის შეძენასთან ან გასხვისებასთან დაკავშირებული ოპერაციის განხორციელება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან მნიშვნელოვანი წილის შეძენის მსურველი იურიდიული პირის შემთხვევაში – 6 000 (ექვსი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0013%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 7. დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 8. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული „ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლით დადგენილი ცენტრალური დეპოზიტარის ორგანიზაციული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ცენტრალური დეპოზიტარის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
მუხლი 15. საფონდო ბირჟის/ორგანიზებული ბაზრის საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები 1. საფონდო ბირჟის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს საფონდო ბირჟის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 2. კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა, არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) საფონდო ბირჟის შემთხვევაში – 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საფონდო ბირჟის დაჯარიმებას: ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) საფონდო ბირჟის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული მიმდინარე ანგარიშგების ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების შემთხვევაში - 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს საფონდო ბირჟის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 5. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესით“ დადგენილი წესების, პოლიტიკის, მეთოდოლოგიისა და პროცედურების მიმართ განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საფონდო ბირჟის ან შესაბამისი სუბიექტის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 6. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესით“ გათვალისწინებული ინფორმაციის შენახვისა და გამოქვეყნების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საფონდო ბირჟის ან შესაბამისი სუბიექტის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
მუხლი 16. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დარღვევები 1. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 2. კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციის ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა ან/და არასწორად წარდგენა ან/და მცდარი ან/და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წარდგენა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შემთხვევაში – 4 000 (ოთხი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0325%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) მმართველი ორგანოს წევრის შემთხვევაში – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 3. კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგების ან შეტყობინების დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით ეროვნული ბანკისთვის წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დაჯარიმებას: ა) წლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების ან/და მმართველობის ანგარიშგების შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) მიმდინარე ანგარიშგების ან/და სხვა შეტყობინების/ანგარიშგების შემთხვევაში – 3 000 (სამი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0244%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების იმავე კანონით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დაჯარიმებას 5 000 (ხუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0407%-ს შორის უდიდესი ოდენობით.
მუხლი 17. ინსაიდერული ვაჭრობა და ბაზრის მანიპულაცია 1. ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობა/ვაჭრობის მცდელობა ან/და ბაზრის მანიპულაცია/მანიპულაციის მცდელობა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 200 000 (ორასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 1.6281%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 200 000 (ორასი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0175%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 200 000 (ორასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0432%-ს შორის უდიდესი ოდენობით; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ოდენობით. 2. მესამე პირისთვის ინსაიდერულ ვაჭრობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის მიცემა ან/და მესამე პირის ინსაიდერულ ვაჭრობაზე დაყოლიება გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.8141%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0087%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0216%-ს შორის უდიდესი ოდენობით; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ოდენობით. 3. ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნება გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.4070%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0044%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0108%-ს შორის უდიდესი ოდენობით; დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. 4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №180/04 ბრძანებით დამტკიცებული „ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული წესის“ (შემდგომში – ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის წესი) მე-3 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) საფონდო ბირჟისა და ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის წესით განსაზღვრული პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე დავალებების აღმსრულებელი იურიდიული პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0814%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ) ბანკის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0009%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 5. ინსაიდერული ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულის დარღვევა (მათ შორის, მისი დაგვიანებით ან არასრულად გასაჯაროება) გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას 40 000 (ორმოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0086%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 6. ინსაიდერული ინფორმაციის გასაჯაროების დაყოვნებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წარუდგენლობა ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესის/ფორმის დაუცველად წარდგენა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0043%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 7. ინსაიდერული ინფორმაციის მფლობელი პირების, მმართველობითი ფუნქციების მქონე პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების ნუსხის წარმოებისა და შენახვის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს ემიტენტის ან/და მისი სახელით/მისი ინტერესებისთვის მოქმედი პირის დაჯარიმებას 15 000 (თხუთმეტი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0032%-ს შორის უდიდესი ოდენობით. 8. მმართველობითი ფუნქციის მქონე პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირების მიერ/მათ სასარგებლოდ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ემიტენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით დადებული გარიგებების შესახებ ემიტენტისთვის ან/და ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების ინსაიდერული ვაჭრობისა და ბაზრის მანიპულაციის წესით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით/ფორმით წარუდგენლობა/არასრულად წარდგენა გამოიწვევს მმართველობითი ფუნქციის მქონე პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირების დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 9. ემიტენტის მიერ მმართველობითი ფუნქციის მქონე პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირების მიერ/მათ სასარგებლოდ ემიტენტის ფასიანი ქაღალდებით ან/და ემიტენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს ემიტენტის დაჯარიმებას 40 000 (ორმოცი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0086%-ს შორის უდიდესი ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 10. მმართველობითი ფუნქციის მქონე პირისა ან/და მასთან დაკავშირებული პირის მიერ თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ ემიტენტის ფასიან ქაღალდებზე ან/და ემიტენტის ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე გარიგებების განხორციელება აღნიშნული ემიტენტის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნახევარი წლის ან წლიური ანგარიშგების გამოქვეყნებამდე კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით, გამოიწვევს მმართველობითი ფუნქციის მქონე პირისა და მასთან დაკავშირებული პირის დაჯარიმებას 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. 11. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, თუ ის არ უკავშირდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას: ა.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.8141%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ა.ბ) ბანკის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0087%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ა.გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 100 000 (ასი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0216%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ა.დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას: ბ.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.4070%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ.ბ) ბანკის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0044%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ.გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0108%-ს შორის უდიდესი ოდენობით; ბ.დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით. გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას: გ.ა) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.2035%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ.ბ) ბანკის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი საზედამხედველო კაპიტალის 0.0022%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ.გ) სხვა იურიდიული პირის შემთხვევაში – 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარსა და მისი წლიური შემოსავლის 0.0054%-ს შორის უდიდესი ოდენობით; გ.დ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 18. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის სხვა დარღვევები ამ წესით განსაზღვრული დარღვევების გარდა, ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის თითოეულ ფაქტზე: ა) ანგარიშვალდებული საწარმოს, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, საბროკერო კომპანიის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო ფონდისა და ბანკის შემთხვევაში – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტების მმართველი ორგანოს წევრების, აქციონერებისა და თანამშრომლების შემთხვევაში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები