„იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.025926
377
05/08/2026
ვებგვერდი, 05/08/2026
430020000.10.003.025926
„იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №377

2026 წლის 5 აგვისტო

   ქ. თბილისი

„იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/05/2026, 430020000.10.003.025761) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალი, გარდა მასწავლებლის მომზადების, სპეციალური მასწავლებლის მომზადების, ვეტერინარის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს (დანართი), ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე