ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტეზერში მდებარე მე-9 ქუჩის პირველი შესახვევის კონფიგურაციის ცვლილების (გაგრძელების) არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტეზერში მდებარე მე-9 ქუჩის პირველი შესახვევის კონფიგურაციის ცვლილების (გაგრძელების) არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016030
63
06/08/2026
ვებგვერდი, 10/08/2026
000000000.00.143.016030
ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტეზერში მდებარე მე-9 ქუჩის პირველი შესახვევის კონფიგურაციის ცვლილების (გაგრძელების) არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №63

2026 წლის 6 აგვისტო

 ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტეზერში მდებარე მე-9 ქუჩის პირველი შესახვევის კონფიგურაციის ცვლილების (გაგრძელების) არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტეზერში მდებარე მე-9 ქუჩის პირველი შესახვევის კონფიგურაციის ცვლილების (გაგრძელების) არაბული ციფრით სახელდების შესახებ.

 ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტის კონფიგურაცია (გაგრძელება) და არაბული ციფრებით სახელდება.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.  ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტეზერში არსებული მე-9 ქუჩის პირველი შესახვევი იწყება მე-9 ქუჩიდან და ვრცელდება სამხრეთის მიმართულებით, სარწყავ არხთან უხვევს აღმოსავლეთით და ვრცელდება ს.კ 69.06.58.020-მდე, მისი სიგრძეა 383 მ. დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მოსახლეობის მიწის ნაკვეთები, ხოლო სამხრეთიდან – სარწყავი არხი, მე-9 ქუჩის პირველი შესახვევის კოორდინატებია: დასაწყისი – 378199,9055, 4649089,6156 გარდატეხა – 378262,5714, 4348893,8942, დასასრული – 378406,9768, 4648983,0797.პ

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე – www.khashuri.org.ge.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

საკრებულოს თავმჯდომარე  ნინო ლიპარტელიანი