ხაშურის მუნიციპალიტეტის ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ცედანში მდებარე ქუჩის სახელწოდების ცვლილებისა და ასევე ერთი უსახელო ქუჩის არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ცედანში მდებარე ქუჩის სახელწოდების ცვლილებისა და ასევე ერთი უსახელო ქუჩის არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016029
62
06/08/2026
ვებგვერდი, 10/08/2026
000000000.00.143.016029
ხაშურის მუნიციპალიტეტის ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ცედანში მდებარე ქუჩის სახელწოდების ცვლილებისა და ასევე ერთი უსახელო ქუჩის არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 განკარგულება №62

 2026 წლის 6 აგვისტო

ქ. ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ცედანში მდებარე ქუჩის სახელწოდების ცვლილებისა და ასევე ერთი უსახელო ქუჩის არაბული ციფრებით სახელდების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ცედანში მდებარე ქუჩის სახელწოდების ცვლილებისა და ერთი უსახელო ქუჩის არაბული ციფრებით სახელდების თაობაზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრებით სახელდება.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ცედანში მდებარე მე-2 ქუჩის პირველ ჩიხს ეწოდოს მეორე ჩიხი, ხოლო უსახელო ქუჩას პირველი ჩიხი, (პირველი ჩიხი იწყება მე-2 ქუჩიდან, ვრცელდება სამხრეთ აღმოსავლეთით და ორივე მხრიდან ესაზღვრება საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, პირველი ჩიხის კოორდინატებია: დასაწყისი 381933,4658014 და დასასრული 381965,4657887).

2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge -ზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის: ხაშური, კოსტავას ქ. №15).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ნ ლიპარტელიანი