„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/08/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016676
23
07/08/2026
ვებგვერდი, 10/08/2026
010260020.35.167.016676
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2026 წლის 7 აგვისტო

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:   

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის  №46  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 010260020.35.167.016337).
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ, მერიის დებულების:

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ვ.ა) არქიტექტურისა და ურბანული მართვის განყოფილება;

ვ.ბ) საჯარო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების განყოფილება;“.

2. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, მშენებლობის ნებართვებისა და მშენებლობის შეტყობინებების, მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანების, ასევე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება;“.

მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია