დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16-62 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.017456 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების“ 34-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 27/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016295) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“:
1. 163 მუხლის: ა) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ამზადებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს.“; „8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფასის გადახდა უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში.“. ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში ფასის გადაუხდელობა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.“. 2. 164 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 165 მუხლი: „მუხლი 165. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ პრივატიზებულ/განკარგულ მიწის ნაკვეთებზე, ფუნქციური ზონის ცვლილებისას ცალკეულ შემთხვევებში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის გამოყენება 1. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ამოქმედებიდან სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ პრივატიზებულ / განკარგულ მიწის ნაკვეთზე, მიუხედავად მესაკუთრის ცვლილებისა, საშუალო და მაღალი ინტენსივობის ფუნქციური ზონის დადგენის მიზნით მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილება (მათ შორის, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შესაბამისად) შესაძლებელია განხორციელდეს, ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეწონილობის შემთხვევაში ამ მუხლით დადგენილი მაკომპენსირებელი ღონისძიებების გათვალისწინებით. 2. ფუნქციური ზონის ცვლილებისას მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვროს შესაბამისი ფასის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის გადახდა. ამ მუხლით დადგენილი წესით ფუნქციური ზონის ცვლილებისას გადასახდელი ფასი განისაზღვრება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. მიწის ნაკვეთი შეფასებული უნდა იყოს ვაკანტურ მდგომარეობაში როგორც არსებული, ასევე მოთხოვნილი ფუნქციური ზონის შესაბამისად. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფუნქციური ზონის ცვლილებისას ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობას იღებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო და ფასის განსაზღვრისას ითვალისწინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ამზადებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს. 5. ფუნქციური ზონის ცვლილების შემთხვევაში, ფასის გადახდა უნდა განხორციელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ფასის გადაუხდელობა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. 7. ამ მუხლით დადგენილი რეგულირება არ ვრცელდება: ა) „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ამოქმედებამდე სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ პრივატიზებულ / განკარგულ მიწის ნაკვეთებზე; ბ) ამ წესების 163 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციური ზონის ცვლილებისას მაკომპენსირებელი ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში; გ) იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ხდება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ამოქმედებამდე არსებული ფუნქციური ზონის დაბრუნება; დ) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე; ე) იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია ობიექტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად; ვ) იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია/განსათავსდება ობიექტი, სადაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საცხოვრებელი ფუნქციის საანგარიშო ფართობიდან არანაკლებ 50% გამოყენებული იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკმაყოფილებისთვის და აღნიშნული დადასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკმაყოფილებისთვის არსებული პროექტის გაუქმების შემთხვევაში, სამინისტროს წერილობითი დადასტურების საფუძველზე, ნებართვის გამცემ ადმინისტრაციული ორგანოს/სტრუქტურულ ერთეულს უფლება აქვს გააუქმოს საპროექტო ობიექტებზე გაცემული სამშენებლო/გემარებითი ნებართვა/ნებართვები; ზ) იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც განთავსებულია ობიექტი, რომელიც ამ წესების 391 მუხლის და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის შესაბამისად ექვემდებარება ახალი და მდგრადი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლებას; თ) საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების, მუნიციპალიტეტის ან ამ ორგანოთა მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების/სააქციო საზოგადოების საკუთრებაში/მმართველობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუ ეს მიწა გამოიყენება ამავე ორგანოთა უფლებამოსილების განხორციელების საჭიროებისათვის; ი) იმ მიწის ნაკვეთებზე, სადაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკულ ნაწილში არსებული ფუნქციური ზონების ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის ასახვის მიზნით, ხდება სატრანსპორტო ზონის მოხსნა იმ პირობით, რომ ფუნქციური ზონის ცვლილება არ განაპირობებს სამშენებლო განვითარების ახალ შესაძლებლობას; კ) „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებით არეალში (ვარკეთილის მასივი) არსებულ მიწის ნაკვეთებზე. 8. თუ მიწის ნაკვეთის პრივატიზების/განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებულია „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ამოქმედებამდე, მაგრამ მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ამ მუხლის მიზნებისთვის ასეთი მიწის ნაკვეთი ჩაითვლება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების ამოქმედებამდე პრივატიზებულ/განკარგულ მიწის ნაკვეთად.“. 3. 391 მუხლის: ა) 111 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „111. თუ ავარიული სახლის მესაკუთრის/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი ან ერთზე მეტი საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართები ჯამურად არის 15 კვადრატულ მეტრამდე, ავარიული სახლის მესაკუთრეს/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს მიეცემა კომპენსაცია თითოეული კვადრატული მეტრისათვის ამ მუხლის 131 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ხელშემწყობი ღონისძიებების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება როგორც გასაცემი ფართი.“. ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ავარიული სახლის მესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართად შესაძლებელია ჩაითვალოს ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“-„ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფართი ან მისი ნაწილი, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად. არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, ავარიული სახლის მესაკუთრეთა/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართად შესაძლებელია ასევე ჩაითვალოს ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფართი ან მისი ნაწილი, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება კომერციული დანიშნულებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები