დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 10/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.57.069.016245 |
|
„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2025, 040170050.57.069.016226) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ბაზრის კვლევის განცხადებისთვის სტატუსის „ბაზრის კვლევა დასრულებულია“ მინიჭების შემდგომ, ბაზრის კვლევაში მონაწილე პირთა რაოდენობა, მათი ვინაობა და წინადადებები ცნობილი ხდება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, აგრეთვე, სააგენტოსთვის – საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის – საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №340 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამოცანების მისაღწევად, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსთვის (დეპარტამენტისთვის) – საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების“ მე-7 მუხლის „ი“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დებულების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით და ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები