„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2026
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.025932
383
10/08/2026
ვებგვერდი, 11/08/2026
120200010.10.003.025932
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №383

2026 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18  მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-9 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომელი;“.

2. -4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტერიტორიული ორგანოს სატყეო სამსახურის უფროსი, უფროსი მეტყევე, სატყეო უბნის უფროსი, მეტყევე, ტყის მცველი.“.

3. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნულმა პირმა, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარებამდე ან გამოყენებამდე, უნდა გაიაროს შესაბამისი სასწავლო კურსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში.“.

მუხლი 2
1. „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18  მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-9 მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, დანიშნულმა პირებმა, რომლებსაც გავლილი არ აქვთ  შესაბამისი სასწავლო კურსი, ამავე დადგენილების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასწავლო კურსი უნდა გაიარონ 2027 წლის 31 დეკემბრამდე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით, უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო კურსის ფორმირება და სწავლების ორგანიზება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე