დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №1-1/158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/94 |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 10/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010000.84.097.016027 |
|
„ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №1-1/158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 27 დეკემბრის №1-1/158 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 310010000.84.097.016007) დამტკიცებულ „ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით შესასრულებლად სავალდებულო ღონისძიებებს.“. 2. 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ზედამხედველობის ობიექტისთვის შესასრულებლად სავალდებულო ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე;“. 3. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები