დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მათ შორის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018889 |
|
საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებების, მათ შორის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ19“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
თანდართული სახით დამტკიცდეს „საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესი“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმით უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესი
|
მუხლი 1. რეგულირების სფერო
საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით (შემდგომ – სასკოლო ფორმის ტანსაცმელი) უზრუნველყოფის ხელშემწყობ ცალკეულ ღონისძიებებს, ასევე, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზებისა და გადაცემის წესს, მათ შორის, „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 აგვისტოს №364 დადგენილებით დამტკიცებული „სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის“ (შემდგომ – პროგრამა) შესაბამისად, მისი უსასყიდლოდ გადაცემის წესს. მუხლი 2. მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებები 1. საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიერ კანონის საფუძველზე, მათ შორის, ამ მიზნით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – „საგანმანათლებლო რესურსები“ (შემდგომ – შპს „საგანმანათლებლო რესურსები“). 2. შპს „საგანმანათლებლო რესურსები“, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სასკოლო ფორმის ტანსაცმლის დამზადებას/შესყიდვას, დასაწყობებას/შენახვას, რეალიზაციას/გადაცემას (მათ შორის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უსასყიდლოდ გადაცემას) და აღრიცხვას, ასევე, სასკოლო ფორმის ტანსაცმლით საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა უზრუნველსაყოფად აუცილებელ ყველა სხვა ღონისძიებას. 3. საჯარო სკოლები, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლით დადგენილი, სასკოლო ფორმის სავალდებულოდ ჩაცმასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად, ახორციელებენ აუცილებელ სამართლებრივ, ადმინისტრაციულ და პრაქტიკულ ღონისძიებებს, მათ შორის, სკოლის შინაგანაწესით ადგენენ შესაბამისი მონიტორინგის, პრევენციისა და პასუხისმგებლობის ზომებს, ასევე, ამავე კანონით დადგენილ შემთხვევაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ჩაცმის ვალდებულებისგან მოსწავლის გათავისუფლების საკითხს სამინისტროსთან წერილობით ათანხმებენ. მუხლი 3. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზება 1. სასკოლო ფორმების ტანსაცმლის რეალიზება ხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრული ფიზიკური სივრცეებიდან (რეალიზების პუნქტები/გაცემის ცენტრები) ან/და შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდიდან ონლაინგაყიდვის საშუალებით. 2. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების თითოეულ პუნქტში განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი ერთეული საბანკო გადახდის ტერმინალი. 3. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის რეალიზების პუნქტში განთავსებული საბანკო გადახდის ტერმინალის არარსებობის ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის გადახდა შესაძლებელია განხორციელდეს საბანკო გადარიცხვის, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ შესაბამის სახაზინო კოდზე ჩარიცხვისა და საგადახდო დავალების შესაბამის რეალიზების პუნქტში წარდგენის გზით. მუხლი 4. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის უსასყიდლოდ გადაცემა 1. პროგრამის ბენეფიციარებისათვის სასკოლო ფორმის ტანსაცმლის უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრული რეალიზების პუნქტებიდან/გაცემის ცენტრებიდან ან/და ონლაინმოთხოვნის დაფიქსირების გზით, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ადმინისტრირებული პროგრამის ბენეფიციართა ერთიან ბაზაში ბენეფიციარის სტატუსის დადასტურების საფუძველზე. 2. პროგრამის თითოეულ ბენეფიციარზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გაიცემა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ერთეულების შემდეგი ოდენობა: ა) ბიჭისთვის – 1 პიჯაკი და 2 შარვალი; ბ) გოგოსთვის – 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაკაბა. 3. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე პროგრამის ბენეფიციარის სტატუსს მოიპოვებს სასწავლო წლის განმავლობაში, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მისაღებად მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით მიმართავს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. 4. შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას და მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სასკოლო ფორმის ტანსაცმლის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე; ბ) სასკოლო ფორმის ტანსაცმლის უსასყიდლოდ გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის განხილვისას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უფლებამოსილია გადაამოწმოს პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და წერილობით ეცნობოს განმცხადებელს. იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 5. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლა/დაბრუნება 1. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი გადაცვალოს/დააბრუნოს მისი მიღებიდან/შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 2. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ქარხნული წუნის აღმოჩენის ან ზომის შეუსაბამობის შემთხვევებში. ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ერთჯერადად. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაზე. 3. სასკოლო ფორმის ტანსაცმელი გადაცვლის/დაბრუნების შემთხვევაში უნდა იყოს დაუზიანებელი, შენარჩუნებული ჰქონდეს სასაქონლო სახე, სამომხმარებლო თვისებები, ეტიკეტი და არ უნდა აღენიშნებოდეს გამოყენების კვალი. 4. მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლის/დაბრუნების მიზნით, ამ მუხლის შესაბამისად, მიმართოს რეალიზების პუნქტს ან შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. 5. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული ვადა და პირობები, შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ უფლებამოსილია უარი თქვას სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცვლაზე/დაბრუნებაზე. მუხლი 6. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცემის აღრიცხვა 1. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის გადაცემა ხორციელდება: ა) რეალიზების შემთხვევაში – სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის გადახდის ან მისი გადახდის დამადასტურებელი ინფორმაციის წარმოდგენის შემდგომ; ბ) პროგრამის ბენეფიციარების შემთხვევაში – ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე. 2. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ხორციელდება თითოეული რეალიზებული/პროგრამის ბენეფიციართათვის უსასყიდლოდ გადაცემული, ასევე, გადაცვლილი/დაბრუნებული სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა შესაბამის ელექტრონულ სისტემაში, მოსწავლის შესახებ ინფორმაციის მითითებით. მუხლი 7. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შენახვა 1. სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ წინასწარ განსაზღვრული რეალიზების პუნქტებში/გაცემის ცენტრებში ტრანსპორტირებამდე, განთავსებულია და ინახება შესაბამისად გამოყოფილ, უსაფრთხო, მშრალ, სუფთა და ტენისგან დაცულ სასაწყობე ფართ(ებ)ში. 2. სასაწყობე ფართი უნდა იყოს დაცული, ხოლო შენობის პერიმეტრი – აღჭურვილი ვიდეომონიტორინგის სისტემით. მუხლი 8. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტრანსპორტირება 1. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტრანსპორტირება რეალიზების პუნქტებამდე/გაცემის ცენტრებამდე ხორციელდება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოყოფილი სათანადო სატრანსპორტო საშუალებებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებში სასკოლო ფორმის ტანსაცმელი იმგვარად უნდა იქნეს განთავსებული, რომ არ მოხდეს მისი დაზიანება. მუხლი 9. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. პერსონალური მონაცემების დამუშავება ამ წესის მიზნებისათვის და შესაბამისი მოცულობით ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ წესის მიზნებისთვის, პროგრამით განსაზღვრულ, ბენეფიციარების პერსონალურ მონაცემებთან ერთად, ასევე მუშავდება საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემდეგი პერსონალური მონაცემები: ა) სახელი და გვარი; ბ) სქესი; გ) პირადი ნომერი; დ) დაბადების თარიღი; ე) სკოლა; ვ) კლასი; ზ) მოსწავლის სასკოლო ფორმის ზომა; თ) საცხოვრებელი მისამართი (რეგისტრაციის, ფაქტობრივი), მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო მონაცემები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და დაცვაზე პასუხისმგებელია შპს „საგანმანათლებლო რესურსები“. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები