„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №08 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 03/09/2026
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 280030000.85.099.016012
12
03/09/2026
ვებგვერდი, 03/09/2026
280030000.85.099.016012
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №08 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №08 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება №12

2026 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №08 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტისა და მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის №37 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №08 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01/07/2026, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.85.099.016008) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის რისკის კომიტეტის წესდებაში“ შევიდეს ცვლილება და წესდების მე-3 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 – მე-9 პუნქტები:

„6. თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს კომიტეტის საქმიანობის მართვასა და ხელმძღვანელობას, ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

ბ) ადგენს დღის წესრიგს და ხელმძღვანელობს კომიტეტის სხდომებს;

გ) წარმოადგენს კომიტეტს საბჭოსა და საპენსიო ფონდის სხვა კომიტეტების წინაშე.

7. თავმჯდომარეს უფლება აქვს მიიღოს დამატებით ანაზღაურება კომიტეტში განხორციელებული საქმიანობისთვის.

8. თავმჯდომარე მმართველობითი საბჭოს შესაბამის პროფესიონალ კომიტეტის წევრთაგან ნიშნავს თავის მოადგილეს, რომელიც ასრულებს მის მოვალეობებს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არ შეიძლება დაინიშნოს თავმჯდომარის მოადგილედ.

9. კომიტეტის წევრები, თავმჯდომარის ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით, ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას კომიტეტის მანდატისა და ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე