დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016680 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 3 ივლისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/07/2026, 010250050.35.167.016666). |
| მუხლი 2 |
დადგენილების დანართით დამტკიცებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში ცნობის გაცემის წესის“ :
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1. საქონლის ადგილწარმოშობის თაობაზე ცნობა შეიძლება იყოს როგორც ხე-მცენარეების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესახებ. განცხადებას სავალდებულო წესით თან უნდა ერთოდეს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.“. 2. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. მალფუჭებადი პროდუქციის ადგილწარმოშობის ცნობის გაცემის განსაკუთრებული წესი 1. განსაკუთრებული აუცილებლობიდან გამომდინარე, სეზონური და მალფუჭებადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის შეუფერხებლად განხორციელებისა და პროდუქციის გაფუჭების რისკის თავიდან აცილების მიზნით, მერის წარმომადგენელი უფლებამოსილია, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (MSD) მეშვეობით გასცეს ცნობა საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ დასვენებისა და უქმე დღეებში. 2. მერის წარმომადგენელი ვალდებულია გამოიკვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და მალფუჭებადი პროდუქციის ადგილწარმოშობის ცნობა გასცეს ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები