დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ქუთაისში მამია ორახელაშვილის ქუჩის სახელის შეცვლისა და მისთვის საქართველოს გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის, ავთანდილ დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 91 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.123.016018 |
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №91
2026 წელის 26 აგვისტო
ქალაქი ქუთაისი
ქალაქ ქუთაისში მამია ორახელაშვილის ქუჩის სახელის შეცვლისა და მისთვის საქართველოს გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის, ავთანდილ დეკანოიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1-ელი ივნისის №239 დადგენილების, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების კომისიის რეკომენდაციისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე:
მუხლი 1. შეეცვალოს სახელი ქალაქ ქუთაისში მამია ორახელაშვილის ქუჩას და მიენიჭოს მას საქართველოს გმირის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერის, ავთანდილ დეკანოიძის სახელი.
მუხლი 2. დაევალოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ერემეიშვილს წინამდებარე განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მონაკვეთის სახელდებასთან დაკავშირებული კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ვ. კუპრაძის ქუჩა №11) მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 4. განკარგულება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მარეხი ნიჟარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები