დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/09/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016597 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების, მათი მწვრთნელების და წარმატებული სტუდენტების წახალისების წესების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 31 ივლისის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2026 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.152.016589) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ:
დადგენილების დანართი №2-ის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს სახელმწიფო აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტებისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯილდო გაიცემა არაუმეტეს წელიწადში ერთხელ გაზაფხულის ან შემოდგომის სემესტრული შედეგების შესაბამისად, მათ შორის, ფულადი ჯილდო გაიცემა იმ სტუდენტებზეც, რომლებმაც ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგი მოიპოვეს 2026 წელს, წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე. 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის შედეგებისთვის ჯილდო არ გაიცემა იმ სტუდენტზე, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №37 დადგენილების საფუძველზე უკვე აქვს მიღებული ანალოგიური დაფინანსება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები