„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.018052
286
16/09/2026
ვებგვერდი, 17/09/2026
200090000.22.033.018052
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №286

2026 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №IV-01-ის „განაყოფი III. აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება“  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 77-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,თ“  და ,,თ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მე-7 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ექვემდებარება გადაანგარიშებას საქონლის იმპორტისას ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია იმპორტისათვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე;

თ1) 71 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება გადაანგარიშებას ფაქტობრივად განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია ადგილობრივი აქციზური საქონლისათვის განკუთვნილი  აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე;“.

3. 812  მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის VIII თავის შესაბამისად, აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას, აქციზური მარკები ითვლება უტილიზებულად და არ ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას, ხოლო ამ საქონელზე გადახდილი აქციზი ექვემდებარება შემცირებას ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული აქციზის დეკლარაციით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი