დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 306 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.018058 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №III-051 და დანართი №III-052 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 53-ე მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) 9.1.1 და 9.2.1 სტრიქონები ივსება საფ-ის კორექტირებისას: დ.ა) 9.1.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა)); დ.ბ) 9.2.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).“. 3. 531 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ელექტრონული ფორმის დანართი №III-051 ფორმის საფ-ში კორექტირების შემთხვევაში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები. ამასთან: ა) 7.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა)); ბ) 7.2 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).“. 4. დანართი №III-091 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 5. 58-ე მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) 9.2.1 და 9.3.1 სტრიქონებში აისახება მონაცემები ნსაფ-ის კორექტირებისას: დ.ა) 9.2.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების ნსაფ-სა და კორექტირების ნსაფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა)); დ.ბ) 9.3.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების ნსაფ-სა და კორექტირების ნსაფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები