დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018917 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით (სსმ, 20, 13/02/2007, სარეგისტრაციო კოდი: 040.030.000.22.022.009.972) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების“:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ3 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ4“- „ ბ6“ ქვეპუნქტები: „ბ4) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარებას; ბ5) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის ფლობის დამადასტურებელი გამოცდის ორგანიზებას უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირთა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით; ბ6) მინისტრის მიერ დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა ტესტირების ჩატარებას;“. 2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები