დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018919 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) 2.1 ქვეპუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) იტალიური ენა
“; ბ) 2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად; გ) 2.3 ქვეპუნქტს დაემატოს „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „გ) გერმანული ენა
დ) იტალიური ენა
“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე გრიფმინიჭებული/შეთანხმებული სახელმძღვანელოები ჩაითვალოს ამ ბრძანების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები