დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის №478 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 489 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.026039 |
|
„საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის №478 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 სექტემბრის №478 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2021, 240110000.10.003.023034) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილისა და დაფნის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილისა და დაფნის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილისა და დაფნის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო 1. „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილისა და დაფნის გასამრავლებელ მასალასა და ნერგებს“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 აგვისტოს №411 დადგენილებით (შემდგომში − სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა) განსაზღვრულ სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული ხეხილისა და დაფნის წარმოებისათვის განკუთვნილი მცენარეების გასამრავლებელი მასალის და ხეხილისა და დაფნის ნერგების მწარმოებელი სანერგე მეურნეობის მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2. ეს წესი ვრცელდება იმ სანერგე მეურნეობაზე, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხით გათვალისწინებული ხეხილოვანი და ტექნიკური კულტურების გვარის ან/და სახეობის მცენარესთან. ეს წესი ასევე ვრცელდება საძირე მასალასა და მცენარის გვარის ან/და სახეობის სხვა ნაწილზე, რომლებიც არ შედის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხაში, ასევე მათ ჰიბრიდებზე, იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხით გათვალისწინებული გვარის ან/და სახეობის მასალის დამყნობა უნდა მოხდეს ამ მასალაზე.“; გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის: გ.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სანერგე მეურნეობა − ბიზნესოპერატორი, რომელიც რეგისტრირებულია, როგორც ბიზნესოპერატორი, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პროფესიულად ჩართულია ხეხილისა და დაფნის ნერგების გასამრავლებელ მასალასთან ან ხეხილისა და დაფნის ნერგებთან დაკავშირებულ სულ მცირე ერთ ისეთ აქტივობაში, როგორიცაა: ვ.ა) წარმოება, მათ შორის, გაზრდა, გამრავლება და მოვლა; ვ.ბ) საქართველოში იმპორტი და გადაადგილება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; ვ.გ) რეალიზაცია; ვ.დ) შენახვა, შეგროვება, მომზადება და გადამუშავება;“; გ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) გასამრავლებელი მასალა − თესლები, მცენარის ნაწილი და მცენარის ყველა მასალა, მათ შორის, საძირეები, რომელიც ეკუთვნის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხით განსაზღვრულ სახეობებს და გამიზნულია ხეხილისა და დაფნის ნერგების გამრავლებისა და წარმოებისთვის;“; დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) განათავსოს ბაზარზე მის მიერ წარმოებული ხეხილის ან დაფნის ნერგი, რომელიც სულ მცირე აკმაყოფილებს სტანდარტული მასალის Conformitas Agraria Communitatis (CAC) მოთხოვნებს.“; ე) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სანერგე მეურნეობის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს შესაბამისად დადასტურებული კვალიფიკაცია ხეხილის ან დაფნის გამრავლებისა და მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, რაც დასტურდება ჩამოთვლილიდან ერთ-ერთით: ბ.ა) საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი პროფილის დიპლომი; ბ.ბ) შესაბამისი ტექნიკური განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი; ბ.გ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) უნდა ჰქონდეს ხეხილის ან დაფნის ნერგების გასამრავლებელი მასალის და ხეხილის ან დაფნის ნერგების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც აღნიშნული იქნება: მათი წარმოშობა (ადგილობრივი, იმპორტირებული), ფიტოსანიტარიული სტატუსი, ჯიშობრივი სიწმინდე;“; ვ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) მინდორში/ღია სივრცეში და პარტიაში არსებული მასალის ვიზუალურ შემოწმებას, რათა მოხდეს დანართ №5-ით „საკარანტინო მავნე ორგანიზმებისა და რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების სია, რომლებისგანაც თავისუფალი უნდა იყოს ის ხეხილის, დაფნის გასამრავლებელი მასალა და ხილის, დაფნის ნერგები, რომლებიც ეკუთვნის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხით განსაზღვრულ სახეობებს“ განსაზღვრული მავნე ორგანიზმების არსებობის ან არარსებობის დადასტურება;“; ზ) დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი №5
საკარანტინო მავნე ორგანიზმებისა და რეგულირებადი არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების სია, რომლებისგანაც თავისუფალი უნდა იყოს ის ხეხილის, დაფნის გასამრავლებელი მასალა და ხილის, დაფნის ნერგები, რომლებიც ეკუთვნის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხით განსაზღვრულ სახეობებს
|
მავნე ორგანიზმების კატეგორია:
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები