დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 493 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.026043 |
|
„ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022039) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. მგვ ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ V-ის შესაბამისად განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევისას, უპირატესობა მიანიჭოს ნარჩენების მართვის იერარქიით გათვალისწინებულ ნარჩენების მართვის იმ ღონისძიებას/ღონისძიებებს, რომელიც ამავე იერარქიაში უპირატესია იმ პირობით, რომ მიღწეული იქნება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ V-ის შესაბამისად განსაზღვრული საერთო მიზნობრივი მაჩვენებლები.“. 2. დანართი IV და დანართი V ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი IV ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების შეგროვების საერთო მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით
დანართი V შეგროვებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების აღდგენის: ხელახალი გამოყენებისათვის მომზადების ან/და რეციკლირების მინიმალური მიზნობრივი მაჩვენებლები კატეგორიებისა და წლების მიხედვით
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები