დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 13/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
განკარგულება №1/273
2026 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ
2026 წლის 8 ივლისიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგიაშვილის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო (მოსამართლის გარდაცვალება) ვაკანტური გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 საშტატო ერთეული, რის გამოც, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) 2026 წლის 23 ივლისის №1/198 განკარგულებით დაიწყო აღნიშნულ საშტატო ერთეულზე მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურა.
საბჭოს 2026 წლის 12 ოქტომბრის №1/266 განკარგულებით, მითითებული პროცედურის დასკვნით ეტაპზე გადავიდა ერთი კანდიდატი – თემურ გოგოხია.
თემურ გოგოხიამ 2026 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა პროცედურაში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის გაგრძელებაზე, შესაბამისად, მიმდინარე პროცედურა დასრულდა უშედეგოდ, ვინაიდან, საბჭოს მიერ შერჩეულმა კანდიდატმა უარი განაცხადა შემდგომ ეტაპზე მონაწილეობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 13 ოქტომბრის №1/272 განკარგულებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა საბჭოს 2026 წლის 23 ივლისის №1/198 განკარგულება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, თუ საბჭომ საქართველოს პარლამენტს კანდიდატი ვერ წარუდგინა ან კანონით დადგენილი ყველა სათანადო პროცედურის ამოწურვის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსია ვერ შეივსო, 1 თვის ვადაში სათანადო კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის პირველი, მე-3 და მე-17 პუნქტების შესაბამისად:
1. დაიწყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2026 წლის 15 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით.
3. ინფორმაცია შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ინფორმაცია შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს მდივანი ვასილ მშვენიერაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები