„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2026
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.018067
332
26/10/2026
ვებგვერდი, 27/10/2026
200090000.22.033.018067
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №332

2026 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27​1. ცალკეული საქონლის მიწოდების/მოძრაობის/ნაშთების აღრიცხვა

1. შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისთვის ან/და ცალკეული საქონლის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაადგინოს შესაბამისი საქონლის მიწოდების/მოძრაობის/ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულება გადასახადის გადამხდელს არ ათავისუფლებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების ან/და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტ(ებ)ის გამოწერის ვალდებულებისგან.“.

2. 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ ცალკეულ სამეურნეო ოპერაციებზე შემოსავლების სამსახურის უფროსს ამ ინსტრუქციის 271 მუხლის საფუძველზე დადგენილი აქვს აღრიცხვის სპეციალური ფორმა და წესი, ამ სამეურნეო ოპერაციებზე ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება აღნიშნული ფორმის და წესის დაცვით შედგენილი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი