დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018926 |
|
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით (სსმ, №14, 05/02/2010) დამტკიცებულ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აქვთ უფლება გამოაცხადონ მობილობა/შიდა მობილობა 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილების პირველი მუხლით. 6. 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩარიცხულ სტუდენტს შიდა მობილობის უფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სასწავლო წლისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით, დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, საგანმანათლებლო პროგრამაზე თავისუფალი ადგილის არსებობის შემთხვევაში. 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი, ითვლება შესაბამისი სასწავლო წლისთვის მისაღები სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების მოქმედება.“. 2. მე-10 მუხლს მე-10 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. პირს, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სტუდენტის სტატუსი და ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ 12 თვის ვადაში, 2026–2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, მოიპოვა მობილობის უფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილების პირველი მუხლით, თუმცა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ არ იქნა წარდგენილი ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის პროექტში, უფლება აქვს, ისარგებლოს 2026–2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობით. ამ უფლებით სარგებლობისათვის მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, მობილობაზე რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები