„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 768
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 01/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.010.398
  • Word
768
28/05/2007
სსმ, 77, 01/06/2007
120.260.010.22.034.010.398
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.010.398

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №768

2007 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №38, მუხ. 399) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ნუსხის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში უმცროს და უფროს ოფიცერთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდების, უმცროს და უფროს ოფიცერთა მორიგი სამხედრო წოდებისა და უფროსი სპეციალური წოდების, აგრეთვე, სამხედრო და სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება (გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებისა, რომელსაც ვადაზე ადრე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი) ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

2. სამინისტროს შტატგარეშე მოსამსახურეების (გარდა სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შტატგარეშე მოსამსახურეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.

2. ნუსხიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის შენიშვნა;

3. ნუსხის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9.

სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყველა მოსამსახურეს (ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დაითხოვს, ამასთან სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას სამხედრო სამსახურში ჩარიცხავს, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვს, რიგითი და ეფრეიტორის შემადგენლობას მორიგ სამხედრო წოდებას მიანიჭებს, აგრეთვე, უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას მიანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი