„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 13/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 105, 25/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 25/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.12.005.010.619
  • Word
73
13/07/2007
სსმ, 105, 25/07/2007
300.050.000.12.005.010.619
„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.12.005.010.619

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება 73

2007 წლის 13 ივლისი

 ქ. თბილისი

საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებწესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის 25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18, მე-19 და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ადგენს:

     მუხლი 1

„საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2002 წლის 2 დეკემბრის 25 დადგენილებით დამტკიცებულ „საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ წესში (სსმ III, 2002 წ., 119 მუხ 1014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1

ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის (შემდგომში – ,,კანონი) მე-15, მე-18 და მე-19 მუხლების, ასევე 33-ე მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა თანახმად და განსაზღვრავს საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებების სახეებს, მათი დადების წესებს და საბროკერო კომპანიის სპეციფიკურ პოლიტიკასა და პროცედურებს საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებებში და არასაბირჟო ფასიანი ქაღალდებით გარიგებებში შუამავლობასთან დაკავშირებით, ასევე პროცედურებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის, არასაბირჟო ფასიანი ქაღალდებით გარიგებების დაფიქსირებისას.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის გამჭვირვალობის, ლიკვიდურობის და კონკურენტუნარიანობის, საჯარო ფასიანი ქაღალდების მოთხოვნისა და მიწოდებისას (შეძენისა და გასხვისებისას) სამართლიანი საბაზრო ფასის დადგენის და ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის კანონიერების უზრუნველყოფა.

3. ამ წესის მოთხოვნათა დარღვევისათვის საბროკერო კომპანია და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.”.

2. წესის მე-2 მუხლის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „არასაბირჟო გარიგებები – ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგებები იმ საჯარო ფასიანი ქაღალდებით, რომლებიც საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ არის დაშვებული და რომლებიც საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ გატანის გარეშე, არაკონკურენტულ გარემოში იდება.“.

3. წესის მე-2 მუხლს ა” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

„ა1) არასაბირჟო ფასიანი ქაღალდები – ის საჯარო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც არ არის დაშვებული სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე.

 4. წესის მე-2 მუხლის „ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განკარგულება– ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად შედგენილი და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისადმი ან ნომინალური მფლობელისადმი წარსადგენი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების წარმოშობას, შეცვლას ან/და შეწყვეტას ადასტურებს. განკარგულება სამი სახისაა:

 „ბ.ა) „გასხვისების განკარგულება“ – რომელიც დგება საბროკერო კომპანიის მეშვეობით იმ არასაბირჟო გარიგების მხარეთა დავალებით, რომლის შედეგადაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი თავის პირად ანგარიშზე არსებულ საჯარო ფასიან ქაღალდებს არასაბირჟო გარიგებით ასხვისებს;

 ბ.ბ) „გირავნობის განკარგულება“ – რომელიც დგება საბროკერო კომპანიის მეშვეობით იმ არასაბირჟო გარიგების მხარეთა დავალებით, როგორიც საჯარო ფასიანი ქაღალდის დაგირავებაა და რომლის შედეგადაც ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელი თავის პირად ანგარიშზე არსებულ საჯარო ფასიან ქაღალდებს აგირავებს;

 ბ.გ) „გადასაცემი განკარგულება“ – რომელიც დგება რეგისტრირებული მფლობელის მიერ თავის პირად ანგარიშზე არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ნომინალური მფლობელი ფასიან ქაღალდებს გადასცემს იმ პირს (კლიენტს), რომლის ინტერესებისთვის და დავალებით იგი ნომინალურად ფლობდა ფასიან ქაღალდებს ან შეიძინა ისინი.“

 5. წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „დაკავშირებული პირები“ – კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პირები;“

6. წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) „ქართული დეპოზიტარული ხელწერილი – ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ადასტურებენ უფლებებს გარკვეული რაოდენობის ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც გამოშვებულია არარეზიდენტი ემიტენტის მიერ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.“

7. წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3

საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებანი

1. საჯარო ფასიანი ქაღალდებით შეიძლება დაიდოს შემდეგი სახის არასაბირჟო გარიგებები:

ა)     საჯარო ფასიანი ქაღალდების ჩუქება;

ბ)     საჯარო ფასიანი ქაღალდების დაგირავება;

გ)     საჯარო ფასიანი ქაღალდების გაცვლა;

დ) საჯარო ფასიანი ქაღალდების ნასყიდობა, მათ შორის სატენდერო შეთავაზებით;

ე) ემიტენტის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა ,,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 531 მუხლის თანახმად;

ვ) საწესდებო კაპიტალში შეტანის საჯარო ფასიანი ქაღალდებით შესრულებისას;

ზ) სხვა გარიგებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2. არასაბირჟო გარიგება იდება საბროკერო კომპანიის მეშვეობით, საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებათა 100 ლარს ზემოთ ღირებულების ფარგლებში საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაფიქსირების და საფონდო ბირჟის მიერ მისი განსაჯაროების მოთხოვნის დაცვით, ბირჟის წესების შესაბამისად.

3. საბროკერო კომპანიამ ამ მუხლის მიხედვით დადებული გარიგების დაფიქსირება უნდა მოახდინოს გარიგების დადებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

4. საფონდო ბირჟის მიერ დაფიქსირებისათვის დაწესებული საკომისიო უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და გონივრული.

5. არასაბირჟო გარიგების შედეგად საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან/და შეწყვეტილად ჩაითვლება:

ა) ამ გარიგების ფაქტის შესახებ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სათანადო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, რისთვისაც მას უნდა წარედგინოს საბროკერო კომპანიის მეშვეობით შედგენილი განკარგულება;

ბ) ნომინალურ მფლობელთან სათანადო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, თუ გარიგების ყველა მხარე ერთი და იმავე ნომინალური მფლობელის კლიენტია და გარიგების საგნად არსებული ფასიანი ქაღალდები ამ ნომინალურ მფლობელს აქვს გადაცემული.“.

8. წესს მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

    „მუხლი 31 . გარიგებები არასაბირჟო ფასიან ქაღალდებზე

1. არასაბირჟო ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგების შედეგად საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან/და შეწყვეტილად ჩაითვლება:

ა) ამ გარიგების ფაქტის შესახებ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან სათანადო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, რისთვისაც მას უნდა წარედგინოს გარიგების მხარ(ეებ)ის მიერ შედგენილი განკარგულება; ან

ბ) ნომინალურ მფლობელთან სათანადო ჩანაწერის გაკეთების მომენტიდან, თუ გარიგების ყველა მხარე ერთი და იმავე ნომინალური მფლობელის კლიენტია და გარიგების საგნად არსებული ფასიანი ქაღალდ(ებ)ი ამ ნომინალურ მფლობელს აქვს გადაცემული.

2. თუ გარიგება საბროკერო კომპანიის მონაწილეობით დაიდო, იგი ვალდებულია გარიგების დადებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე მოახდინოს ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და ფასის დაფიქსირება საფონდო ბირჟაზე, ბირჟის წესების შესაბამისად, ამ წესის დანართი 6-ით გათვალისწინებული ფორმით.

3. თუ გარიგება საბროკერო კომპანიის მონაწილეობის გარეშე დაიდო, მაშინ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი ვალდებულია გარიგების დადებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე მოახდინოს ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და ფასის დაფიქსირება საფონდო ბირჟაზე, ბირჟის წესების და საფონდო ბირჟასა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ამ წესის დანართი 6-ით გათვალისწინებული ფორმით.

4. არასაბირჟო ფასიან ქაღალდებზე დადებული გარიგებების დაფიქსირებისათვის საფონდო ბირჟის მიერ დაწესებული საკომისიო უნდა იყოს სამართლიანი, ზომიერი და გონივრული.

5. ამ მუხლის შესაბამისად, დადებული გარიგებები ექვემდებარება საფონდო ბირჟის მიერ განსაჯაროებას, ბირჟის მიერ დადგენილი წესით.”

9. წესის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

საჯარო ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლების             წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის ისეთი შემთხვევები, რომლებიც ამ

 წესის მე-3 და 31 მუხლებით გათვალისწინებულ პროცედურებს არ

 საჭიროებს“.

10. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ)    სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება საფონდო ბირჟაზე დაშვებული ფასიანი ქაღალდის გაყიდვას ადგენს;“.

11. წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გარიგების მხარეებს აცნობოს შესაძენი, გასასხვისებელი ან დასაგირავებელი საჯარო ფასიანი ქაღალდის საფონდო ბირჟაზე დადგენილი უკანასკნელი საშუალო შეწონილი ფასი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“.

12. წესის მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს;

13. წესის IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი IV

სატენდერო შეთავაზება“.

14. წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

15. წესის მე-11 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ვ და „თ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო სატენდერო შეთავაზება.”

16. წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატენდერო შეთავაზების განცხადების გავრცელება უნდა მოხდეს მოცემული ფასიანი ქაღალდების ყველა რეგისტრირებულ მფლობელს შორის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, ემიტენტის, გაზეთის და საფონდო ბირჟაზე დაშვებული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში – ასევე საფონდო ბირჟის მეშვეობით, ამასთან:

ა) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორმა განცხადების ასლები შემთავაზებლის ხარჯით დაზღვეული ფოსტით უნდა დაგზავნოს ან/და ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელებს პირადად გადასცეს, ამ გადაცემის დადასტურებით;

ბ)     ემიტენტმა და საფონდო ბირჟაზე დაშვებული ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში - საფონდო ბირჟამ ყველა დაინტერესებული პირისათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოაქვეყნოს ცნობა სატენდერო შეთავაზების შესახებ და ხელმისაწვდომი გახადოს განცხადების ასლის გადაღება;

გ)     შერჩეული გაზეთი უნდა ვრცელდებოდეს მთელ ტერიტორიაზე, რომელზედაც საქართველოს იურისდიქცია მოქმედებს.

17. წესის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საფონდო ბირჟაზე დაშვებული ფასიანი ქაღალდების სატენდერო შემთავაზებელმა უნდა შეარჩიოს საბროკერო კომპანია (შემთავაზებლის აგენტი), რომელმაც უნდა მიიღოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელთა თანხმობები და შეადგინოს ფასიანი ქაღალდების თითოეული შესყიდვის შესახებ ცალკე გასხვისების განკარგულება, სატენდერო შეთავაზებით ნასყიდობის აღნიშვნით. თუ შემთავაზებელი მოცემული საწარმოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელია, მაშინ შემთავაზებლის აგენტი შეიძლება მოქმედებდეს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გაცემული მინდობილობით.“.

18. წესის მე-11 მუხლის მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

19. წესის მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს;

20. წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ბ.ე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ.ე.) გასხვისების შემთხვევაში: მითითება გარიგების სახეზე (ნასყიდობა, ნასყიდობა სატენდერო შეთავაზების გზით, ჩუქება, გაცვლა), ემიტენტის მიერ საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 531 მუხლის თანახმად); გადაცემის შემთხვევაში: მითითება გადაცემის სახეზე (მესაკუთრის მიერ ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა, ნომინალური მფლობელის მიერ მესაკუთრისათვის გადაცემა); ხოლო გირავნობის შემთხვევაში: უზრუნველსაყოფი მოთხოვნის მოცულობა, სარგებლის ოდენობა, მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა, შესაძლო მესამე მოვალის ვინაობა);

21. წესის 1,2,3,4,5 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით (დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4, დანართი 5).

22. წესს დაემატოს დანართი 6, თანდართული ფორმით.

    მუხლი 2

წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,

 თავმჯდომარის მოვალეობის

 შემსრულებელი თ. გოდერძიშვილი

საჯარო ფასიანი ქაღალდებით არასაბირჟო გარიგებების შესახებ

წესის დანართი 1

 

გასხვისების განკარგულება N.........................

 

 

1. გამსხვისებელი:

•    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

•    (სახელწოდება): .........................................

•    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება); ................................................................................................

•    მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

•    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

•    წარმომომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი: ...............................................................................................

 

2. მონაცემები გასხვისებისა და გასხვისებული ფასიანი ქაღალდების შესახებ:

•    ემიტენტის სახელწოდება: ______________________________________

•    კლასი: _____________________________________________________

•    ფქსსნ (თუ მინიჭებული აქვს): ____________________________________

•    რაოდენობა: _________________________________________________

•    გარიგების სახე: _______________________________________________

- ჩუქება - გაცვლა - სესხება - ნასყიდობა.

- საწესდებო კაპიტალში შენატანის საჯარო ფასიანი ქაღალდ(ებ)ით შესრულება

ამასთან, თუ ნასყიდობა შემდეგი სახით ხდება შესაბამისი უჯრედი აღინიშნოს:

ნასყიდობა სატენდერო შეთავაზებით

 გამოსყიდვა (“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 531 მუხლის მიხედვით)

 

 

3.  შემძენი:

•    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

•    (სახელწოდება): .........................................

•    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);...............................................................................................

•    მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

•    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

•    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი: .................................................................................................................

 

4.  განკარგულებას თან ერთვის: .......................................................................................

 

5.  განკარგულების წარდგენის თაობაზე:

___ განკარგულებას გამსხვისებელი ____ განკარგულების წარდგენა საბროკერო წარადგენს კომპანიას დაევალოს

6. ფ/ქ რეგისტრატორის ან ნომინალური მფლობელის საფირმო სახელწოდება, რომელსაც განკარგულება წარედგინება: ..........................................................................................................

 

 

7.  გთხოვთ, განკარგულებაში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდები გამსხვისებლის პირადი ანგარიშიდან შემძენის პირად ანგარიშზე გადაიტანოთ:

გამსხვისებელი: შემძენი:

ხელმოწერა: ........................................... ხელმოწერა ..........................................

თარიღი: “........”...................................... თარიღი: “........”......................................

 20 ............ წ. 20 ............. წ.

 

 

8. გარიგების შუამავალი საბროკერო კომპანიის საფირმო სახელწოდება და ბროკერის ხელმოწერა:

საბროკერო კომპანიის საფირმო სახელწოდება და ლიცენზიის N: ...........................................

ბროკერის სახელი, გვარი .................................................................................

ბროკერის ხელმოწერა: ................................................................................................

თარიღი: “........”...................................... 20 ............. წ.

 

 

9. მოთხოვნა შესრულებულია:

მარეგისტრირებელის ხელმოწერა: ..................................................................

თარიღი: “........”...................................... 20 ............. წ.

 

 

 საჯარო ფასიანი ქაღალდებით

 არასაბირჟო გარიგებების შესახებ” წესის

 დანართი 2

 

გირავნობის განკარგულება N .........................

 

 

1.  დამგირავებელი:

•    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

•    (სახელწოდება): .........................................

•    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება).....................................................................................................................

•    მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

•    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

•    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:.............................................................................................................

 

2.  მონაცემები გირავნობასა და დაგირავებულ ფასიან ქაღალდებზე:

•    ემიტენტის სახელწოდება ................................................................................................

•    კლასი: .............................................................................................................................

•    ფქსსნ (თუ მინიჭებული აქვს) ..........................................................................................

•    რაოდენობა: ...................................................................................................................

•    მოთხოვნის მოცულობა .................................................................................................

•    სარგებელი ....................................................................................................................

•    გირავნობის ვადა:...........................................................................................................

•    მესამე მოვალე: ...........................................................................................................

 

 

3.  მოგირავნე (კრედიტორი):

•    სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

•    (სახელწოდება): .........................................

•    პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);.................................................................................................

•    მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

•    პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

•    წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი: ...................................................................................................................................

 

 

განკარგულებას თან ერთვის: .......................................................................................

 

 

5.  განკარგულების წარდგენის თაობაზე:

-განკარგულება წარედგინება მხარეე(ეებ)ის -განკარგულების წარდგენა საბროკერო

 მიერ კომპანიას დაევალოს

 

6.  ფ/ქ რეგისტრატორის ან ნომინალური მფლობელის საფირმო სახელწოდება, რომელსაც განკარგულება წარედგინება: .................................................................................................

 

 

7.  გთხოვთ, განკარგულებაში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდების ბლოკირება (გასხვისების შეზღუდვა) მოახდინოთ დამგირავებლის ანგარიშზე:

 

მოგირავნე: დამგირავებელი:

ხელმოწერა: ........................................... ხელმოწერა ..........................................

თარიღი: “........”...................................... თარიღი: “........”......................................

 20 ............ წ. 20 ............. წ.

 

 

8. გარიგების შუამავალი საბროკერო კომპანიის საფირმო სახელწოდება და ბროკერის ხელმოწერა:

საბროკერო კომპანიის საფირმო სახელწოდება და ლიცენზიის N ..........................................

ბროკერის სახელი, გვარი................................................................................

ბროკერის ხელმოწერა: ................................................................................................

თარიღი: “........”...................................... 20 ............. წ.

 

 

9.  ბლოკირების მოთხოვნა შესრულებულია:

მარეგისტრირებელის ხელმოწერა: ..................................................................

თარიღი: “........”...................................... 20 ............. წ.

 

 

10. გთხოვთ, ამ განკარგულებაში აღნიშნული ბლოკირება მოხსნათ:

მოგირავნე დამგირავებელი

ხელმოწერა: ........................................... ხელმოწერა ..........................................

თარიღი: “........”...................................... თარიღი: “........”.....................................

 .20 ............. წ. 20 ............. წ.

 

11 . ბლოკირების მოხსნის მოთხოვნა შესრულებულია:

მარეგისტრირებელის ხელმოწერა: ..................................................................

თარიღი: “........”...................................... 20 ............. წ

 

 

 საჯარო ფასიანი ქაღალდებით

 არასაბირჟო გარიგებების შესახებ” წესის

 დანართი 3

 

გადასაცემი განკარგულება N .........................

 

 

1.  გადამცემი:

●  სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

●  (სახელწოდება): .........................................

●  პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);.................................................................................................

●  მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

●  პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●  წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი: ....................................................................................................................

 

 

2.  მონაცემები გადასაცემი ფასიანი ქაღალდების შესახებ:

●  ემიტენტის სახელწოდება ................................................................................................

●  კლასი: .............................................................................................................................

●  ფქსსნ (თუ მინიჭებული აქვს) ..........................................................................................

●  რაოდენობა: ...................................................................................................................

●  გადაცემის სახე:

  კლიენტის მიერ ნომინალურ მფლობელობაში _ ნომინალური მფლობელის მიერ

● გადაცემა კლიენტისათვის გადაცემა

 

3.  მიმღები:

●  სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

●  (სახელწოდება): .........................................

●  პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);..................................................................................................

●  მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

●  პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●  წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი: ..............................................................................................................

 

4. განკარგულებას თან ერთვის: .......................................................................................

 

5. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საფირმო სახელწოდება, რომელსაც განკარგულება წარედგინება:......................................................................................................................

 

6. გთხოვთ, განკარგულებაში აღნიშნული კლასის და რაოდენობის ფასიანი ქაღალდები გადამცემის პირადი ანგარიშიდან გადაიტანოთ მიმღების პირად ანგარიშზე:

 

 გადამცემის ხელმოწერა .............................................

 თარიღი: “........”...................................... 20 ........ წ.

 

7. მოთხოვნა შესრულებულია:

მარეგისტრირებელის

ხელმოწერა: .....................................................................

თარიღი: ........”...................................... 20 ............. წ

 

 

 საჯარო ფასიანი ქაღალდებით

 არასაბირჟო გარიგებების შესახებ” წესის

 დანართი 4

 

.............. განკარგულების დანართი N .......................

 

 

1. ___ გამსხვისებლის თანამესაკუთრე ___ შემძენის თანამესაკუთრე

 ___ დამგირავებლის თანამესაკუთრე ____ თანამოგირავნე

 

 

2.

●  სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

●  (სახელწოდება): .........................................

●  პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);.............................................................................................

●  მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

●  პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●  წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:................................................................................................................

●  ხელმოწერა

 

 

3.  ბროკერის ხელმოწერა: .....................................................................

დანართის შევსების თარიღი: “........”...................................... 20 ............. წ.

 

 

 საჯარო ფასიანი ქაღალდებით

 არასაბირჟო გარიგებების შესახებ” წესის

 დანართი 5

 

N .............. განკარგულების დანართი N.........................

 

 

ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფასიანი ქაღალდების თანამესაკუთრე:

●  სახელი, გვარი და მოქალაქეობა .....................................................................

●  (სახელწოდება): .........................................

●  პდდ-ის სახე, სერია და ნომერი (რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება);.............................................................................................

●  მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ........................................................

●  პირადი ანგარიშის ნომერი: .........................................................................................

●  წარმომადგენლობისას – მისი სახელი, გვარი, წარმომადგენლობის სახე და პდდ-ის სახე, სერია და ნომერი:................................................................................................................

●  ხელმოწერა.....................................................................

 თარიღი: “........”...................................... 20 ............. წ

 

 

 საჯარო ფასიანი ქაღალდებით

 არასაბირჟო გარიგებების შესახებ” წესის

 დანართი 6

 

ივსება ბირჟის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ

 

არასაბირჟო ფასიანი ქაღალდებით გარიგების

დაფიქსირების განაცხადი N __________

ხელმოწერა მიღების თარიღი ”_______” ______________ 200 წ

 

 

ივსება საბროკერო კომპანიის ან რეგისტრატორის მიერ

 

 

დამფიქსირებელი პირი    

(საბროკერო კომპანია ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი)

გთხოვთ საქართველოს საფონდო ბირჟაზე დააფიქსიროთ შემდეგი გარიგება:

ემიტენტის სახელწოდება 

ფასიანი ქაღალდის კლასი

 

ერთი ცალი ფასიანი ქაღალდის ფასი (ლარებში)

 

 

 

ფასიანი ქაღალდების რაოდენობა

 

 

 

გარიგების ღირებულება (ლარებში)

 

 

 

გარიგების დადების თარიღი

 

შენიშვნები:

    

                      

საბროკერო კომპანიის ან ფასიანი

ქაღალდების რეგისტრატორის

უფლებამოსილი წარმომადგენელი         /

ბ.ა.