დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 602 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 102, 17/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.012.035 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.035
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №602
2008 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1135 ბრძანებაში (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1605) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულება.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) დებულების“:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულება“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები