,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 30/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.7291
  • Word
34
30/01/2009
სსმ, 11, 30/01/2009
010.240.030.22.027.012.7291
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.012.7291

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №34

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 6 სექტემბრის №712 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №121, მუხ. 1626) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე და თანაშემწე:

ა) თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ოპერატიული საქმიანობის, რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში;

ბ) თავმჯდომარის მოადგილე – პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა დარგში;

გ) თავმჯდომარის მოადგილე – ფინანსურ დარგში;

დ) თავმჯდომარის თანაშემწე – უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის თავმჯდომარეს. თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით, ასრულებს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ ფუნქციებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     ზ. თავაძე