დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 20/02/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.22.027.012.812 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.812
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №44
2009 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის „ი“ – „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) მინისტრის მოხსენებების, გამოსვლების, ანგარიშების მომზადება;
ბ) სტატისტიკური მონაცემებისა და ინფორმაციის მომზადება სამინისტროს საქმიანობის საზოგადოებისათვის გასაცნობად;
გ) მინისტრის სახელზე შემოსული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასალებისა და ინფორმაციის მინისტრისათვის ოპერატიულად მოხსენება;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის აპარატთან, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;
ე) მინისტრის საერთაშორისო კავშირების კოორდინაცია;
ვ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია;
ზ) სამინისტროს ცენტრალური საინფორმაციო სამსახურის ფუნქციების განხორციელება, მოქალაქეთა საჩივრების განხილვა, სამინისტროს სისტემაში მოქალაქეთა მიღების პროცესის ორგანიზება, მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება, რომელთა განხილვაც სცილდება სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებათა ფარგლებს;
თ) სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ორგანიზაციული მხარის მოწესრიგების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს მთარგმნელობითი საქმიანობით უზრუნველყოფა;
კ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის;
ლ) დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულებაზე, ასევე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება და შედეგების თაობაზე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობის ინფორმირება, ხოლო დოკუმენტებზე მუშაობის დადგენილი წესების დარღვევის აღმოჩენისას სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი ზომების მისაღებად;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების (გარდა საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ბრძანებებისა) რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
ნ) სამინისტროს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე, აგრეთვე არქივის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემა;
ო) საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის“ შესაბამისად, საიდუმლო კორესპონდენციის მიღების, რეგისტრაციის, მოძრაობის გაფორმების, გაგზავნის, დავალებათა შესრულების კონტროლის, საქმეთა ფორმირების, არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზაციის უზრუნველყოფა;
პ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის დამყარება, ყოველდღიური პრესის მიმოხილვის მომზადება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პრესრელიზების მომზადება და გავრცელება იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე;
ჟ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე;
რ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენობაში პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების, აგრეთვე სხვადასხვა სახის ოფიციალურ ღონისძიებათა ჩატარების ორგანიზება, სამინისტროს ფოტო და ვიდეო კადრების არქივის შექმნის უზრუნველყოფა;
ს) „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქმიანობის წარმართვა, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და ასახვა ბიბლიოთეკის საცნობარო-საძიებო საშუალებებში, აგრეთვე ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დადგენა;
ტ) სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, აგრეთვე მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანების შესრულება“.
3. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“–„ი“, „პ“– „რ“, ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
2. კანცელარია უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.
3. კანცელარიას აქვს მრგვალი ბეჭედი, სამინისტროს ფერადი გერბიანი ბეჭედი და შტამპი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 23 თებერვლიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები