დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 364 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/06/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 15/06/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.013.175 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.175
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №364
2009 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული ,,აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №2) მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება;“.
2. ბრძანებით დამტკიცებული ,,საოპერაციო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №3):
ა) მე-2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება;“;
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) საოპერაციო დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადამხდელო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემებში;“.
3. ბრძანებით დამტკიცებული ,,საანგარიშსწორებო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №4):
ა) მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება საპროგნოზო მოცულობებთან მიმართებაში;“;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ და ,,ო“ ქვეპუნქტები:
,,ნ) სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელების მიზნით მომსახურე ხაზინების მიერ დღის განმავლობაში დარეგისტრირებული საგადახდო დავალებების მიღება, დამუშავება და წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად;
ო) ყოველდღიურად ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე განხორციელებულ ოპერაციებზე საბანკო ამონაწერების მიღება და დამუშავება.“.
4. ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების“ (დანართი №7) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ“ ქვეპუნქტი:
,,ვ) რეგიონალური ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები