დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 124 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 83, 03/07/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.22.027.013.254 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.254
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №124
2009 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 464) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:
,,ბ1) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე სემინარების ორგანიზება, მოსამსახურეთა ტრენინგი, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:
,,ვ1) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მოსამსახურეთა ტრეინინგი, სხვადასხვა თემაზე სემინარების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა.“.
3. მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ1“ ქვეპუნქტი:
,,გ1) ადმინისტრაციის მრჩევლები;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები