,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 19/08/2009
ძალაში შესვლის თარიღი 20/08/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.436
  • Word
174
19/08/2009
სსმ, 103, 19/08/2009
010.240.020.22.027.013.436
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.013.436

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №174

2009 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებით (სსმ III, 17.03.2008, №40, მუხ. 464) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) საქმისწარმოების სამმართველო.“.

3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქმისწარმოების სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის ,,კ“-,,ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“.

4. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საქმისწარმოების სამმართველოს აქვს მრგვალი ბეჭედი, სამინისტროს ფერადი გერბიანი ბეჭედი და შტამპი.“.

5. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოსა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი, სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის წინაშე.“.

6. მე-13 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 20 აგვისტოდან.

ზ. ადეიშვილი